Home » მთავარი » გირჩი: იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დააკავეს

გირჩი: იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დააკავეს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ცნობით, მათი წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დააკავეს. თუმცა მათი დაკავების მიზეზი უცნობია

“რამდენიმე წუთის წინ, ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია, ბორკილებდადებული გამოიყვანეს მოდულის შენობის წინ მდებარე განყოფილებიდან, ჩასხეს მანქანაში და წაიყვანეს უცნობი მიმართულებით. ინფორმაცია, თუ სად მიყავთ, არ გვაქვს”- ნათქვამია „გირჩის“ Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გირჩის ოფისთან ორი ადამიანი დააკავეს.  როგორც გირჩის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, პოლიციამ ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით დააკავა, რაც მარიხუანის კულტივაციას გულისხმობს.

 

Facebook Comments
x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...