You are here
გოგა ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს მთავარი სამართალი 

გოგა ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გოგა ონიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.სასამართლომ ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გოგა ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. 

ონიანის განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ ბოლომდე ვერ დაასრულა. დარბაზში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ თქვა, რომ ონიანი დამნაშავედ სცნეს.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, განაჩენი პოლიტიკურადაა მოტივირებული.

“ექვსი პოლიციელიდან ხუთმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, შესაბამისად, ისინი ხელშეუხებლები არიან. ერთადერთი ადამიანი ონიანი იმიტომ დააკავეს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრია. ივანიშვილთან ბრძოლა შეიძლება ციხესა და სიცოცხლის გაწირვაზეც კი გავიდეს. უსამართლობით და ცინიზმით გამოირჩევა სასამართლო. აკავებს ადამიანს იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრია,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ის ხუთი პოლიციელი, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშრომლეს დაწინაურებულები არიან.

ბრალდების მხარის განცხადებით, 2011 წელს გოგა ონიანმა, რომელიც მაშინ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ორი პირი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდო.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის „დაო პრინტის” მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. ამავე სცენარით მოხდა „ქართული ოცნების” კიდევ ერთი მხარდამჭერის, ლევან მდინარაძის დაკავებაც.

Comments

comments

Related posts