Home » მთავარი » გოდერძი ბარბაქაძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა

გოდერძი ბარბაქაძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, „ეროვნული ფორუმის“ წევრმა გოდერძი ბარბაქაძემ  „ფორუმი“ დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.

 ბარბაქაძემ მოსახლეობისადმი სპეციალური მიმართვაც გაავრცელა და ყველას „ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

-„ჩემო მეგობრებო, საქართველოში დადგა არჩევანის გაკეთების დრო. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა დამოუკიდებელი ქვეყნის ცხოვრებაში. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, რადგან სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უახლოესი მომავალი…

...თითოეულ ჩემს სიტყვაზე ვიღებ პასუხისმგებლობას და ვაცხადებ – გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურას ალტერნატივა არ გააჩნია!

გთხოვთ და მოგიწოდებთ, 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და კეთილდღეობას“-განაცხადა ბარბაქაძემ და „ოცნების“ კანდიდატს  წარმატება უსურვა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...