Home » მთავარი » გოდერძი ბარბაქაძე: სიკეთე და აღმშენებლობა ჩვენს ქვეყანას!

გოდერძი ბარბაქაძე: სიკეთე და აღმშენებლობა ჩვენს ქვეყანას!

ბაისუბანი – თემი ლაგოდეხის მუნიცლპალიტეტში.

15128552_1847871772168144_1622561150_n

მდებარეობს მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. თემში შემავალი სოფლებია: ბაისუბანი, ზემო მსხალგორი, პატარა გორი, ქვემო მსხალგორი. ბაისუბანში უკვე რამდენიმე პროექტი განხორციელდა და 2017 წელს კიდევ არის დაგეგმილი ახალი პროექტების განხორციელება.

რა გაკეთდა კონკრეტულად და კიდევ რა სიახლეები ელით ბაისუბნის მოსახლეობას? ამ კითხვით ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარეს, გოდერძი ბარბაქაძეს დავუკავშირდით.

-„ბაისუბანი ჩემი სოფელია, სადაც ცხოვრობდნენ ჩემი წინაპრები, დავიბადე, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი მოხელედ. გავლილი მაქ, საკმაოდ რთული და სერიოზული გზა, დაწყებული ბაისუბნის ქარხნიდან, ჩამოვყალიბდი სახელმწიფო მოხელის რანგში, ეს გზა არ იყო ია -ვარდებით მოფენილი, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ ამ იერარქიულ ბილიკებზე და ვფიქრობ ვემსახურები იმ საქმეს, რაც სჭირდება ჩემი ქვეყნის, რაიონის და რა თქმა უნდა ჩემი თემის განვითარებას და კეთილდღეობას!

ბაისუბნის თემში: განხორციელდა: 1) სოფ. პატარა გორის გზის რეაბილიტაცია! უახლოეს მომავალში დაიწყება: 1) გაზიფიცირება რომლიც, დასრულდება 2017წელს!

2) სოფ. ბაისუბანში მდინარე ბაისუბნის წყლის ნაპირსამაგრი გაბიონების მშენებლობა!

3) უღელტეხილის სანიაღვრე არხების და ხიდის მშენებლობა!

4) სოფ.ბაისუბნის (ქვედა უბნის) გზის რეაბილიტაცია!

5) სოფ. ზემო-ქვემო მსხალგორის და სოფ. ბაისუბნის, სასმელი წყლის სათავის და მაგისტრალის მოწყობა!

6) სოფ. ქვემო მსხალგორში მდინარე ბაისუბნის წყლის ნაპირსამაგრი გაბიონების მშენებლობა!

მომავალში იგეგმება:

1) სოფ. ბაისუბნსა და მსხალგორში საბავშვო ბაღების გაფართოება და რეაბილიტაცია!

2) სოფ. ბაისუბნის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და ევრო-სტანდარტებში მოქცევა!

ჩემი სურვილი მხოლოდ ერთია – სიკეთე და აღმშენებლობა ჩვენს ქვეყანას!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...