You are here
გორში სამეფო უბნის თეატრის წარმოდგენა უცენზურო სიტყვების გამო მაყურებელმა დატოვა კულტურა მთავარი საზოგადოება ყველა სიახლე 

გორში სამეფო უბნის თეატრის წარმოდგენა უცენზურო სიტყვების გამო მაყურებელმა დატოვა

გორში საერთაშორისო კომედიური თეატრალური ფესტივალი გაიმართა. დასკვნით ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე სამეფო უბნის თეატრის დასი წარსდგა. მათ მაყურებელს “დემონები” უჩვენეს, რომელმაც უკმაყოფილება გამოიწვია.

დარბაზი 25-მდე ადამიანმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

ადამიანები, რომლებმაც დარბაზი დატოვეს, ამბობენ, რომ ამის მიზეზი წარმოდგენაში “უხამსი სიტყვები და კულტურული საზოგადოებისათვის შეუფერებელი მოქმედებების ჩვენება გახდა”.

“დემონების” წადგენის ფაქტი არ მოეწონა გორის მერს კოტე თავზარაშვილს, თუმცა სპექტაკლზე ბოლომდე დარჩა.

“ჩვენ ვიცოდით, რომ დასკვნითი სპექტაკლი რუსთაველის თეატრს უნდა წარედგინა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა და სამეფო უბნის თეატრის დასი ჩამოიყვანეს. ახალგაზრდული თეატრი ყოფილა და, როგორც გვითხრეს, მათი სპექტაკლი თბილისში ანშლაგით ტარდება”, – თქვა გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ.

მომხდარს რეჟისორი დათა თავაძე გამოეხმაურა: “ბოდიშს გიხდით ვიდეოს ხარისხისთვის. ჯერ მეფარებოდნენ და მერე ფოკუსი ძლივს გავასწორე და მალევე დავნებდი [ცოტა ოთხთვალაც ვარ, არ დაგავიწყდეთ], თუმცა მგონი მაინც ნათელია ამ ვიდეოში, რამდენად პოზიტიურია მაყურებლის რეაქცია გორში გამართულ სპექტაკლზე “დემონები” [რეჟისორი: მიშა ჩარკვიანი]
დიდი მადლობა მათ ამისთვის! ყოველთვის გვიხარია გორის თეატრის მაყურებელთან შეხვედრა! და ვიცი – მათაც!”, – წერს თავაძე Facebook-ზე.

“დემონები” შვედი დრამატურგის, ლარს ნურენის შავი იუმორით სავსე პიესის პირველ დადგმაა საქართველოში. დამდგმელი რეჟისორი მიშა ჩარკვიანია.

 

Comments

comments

Related posts