Home » მთავარი » გულიკო ზუმბაძემ საპატიო თბილისელს 90 წლის იუბილე მიულოცა

გულიკო ზუმბაძემ საპატიო თბილისელს 90 წლის იუბილე მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ საქართველოს პარლამენტის წევრებთან მარიამ ჯაშთან და შოთა ხაბარელთან ერთად, საპატიო თბილისელი ლამარა აბაშმაძე მოინახულა და დაბადებიდან 90 წლის იუბილე მიულოცა.

როგორც გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, ლამარა აბაშმაძის ხელმძღვანელობით დაპროექტდა თბილისის მეტროს სადგურები: ,,მარჯანიშვილი“, ,,ლენინის მოედანი“, ,,კომკავშირული“, ,,ვაზისუბანი“.
ასევე, მის სახელს უკავშირდება პირველი მოძრავი ტროტუარი მეტროსადგურ ,,სამგორიდან“ კახეთის გზატკეცილამდე.

ლამარა აბაშმაძის ხელმძღვანელობით დაპროექტდა არაერთი გვირაბი: მცხეთის ორლიანდაგიანი რკინიგზა, ნატახტარი ბესლანი, ადლერ კრასნაია პოლიანა, სოჭის და გაგრის უამრავი გვირაბები (როგორც რკინიგზის, ისე საავტომობილო), ქალაქ სოხუმის ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების ობიექტები და სხვა მრავალი დამცავ-დამჭერი ნაგებობები.

ლამარა აბაშმაძეს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და წოდება. 2014 წელს კი მას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

ეს ქალბატონი, მივიწყებული, ჩემი “აღმოჩენილია” 2008 წელს და 2014 წელს საკრებულოს დეპუტატი რომ გავხდი, ჩემი შუამდგომლობით მიენიჭა საპატიო თბილისელის წოდება

სულ მე მკითხულობს და სულ ვენატრები ხოლმე. ვეხმარები რაც შემიძლია. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი სითბო ვაჩუქო
ჩემი შუამდგომლობა წავიდა საბურთალოს გამგეობაშიც, ამ რაიონშია რეგისტრირებული, ვესაუბრე გამგებელს და 500 ლარს გამოუყოფენ”-გვითხრა გულიკო ზუმბაძემ.

 

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...