Home » ექსკლუზივი » გულიკო ზუმბაძე საზოგადოების კითხვებს პასუხობს – შრომითი ხელშეკრულება

გულიკო ზუმბაძე საზოგადოების კითხვებს პასუხობს – შრომითი ხელშეკრულება

   საერთაშორისო კონფერენციზებიზნესი და ადამიანის უფლებები: გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ორმხრივი ხელშეკრულების ვალდებულების მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. არავინ დაობს იმაზე, რომ ბიზნესის განვითარება, დასაქმება და ეკონომიკური შემოსავლების გაზრდა მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ამავე დროს, შრომითი ურთიერთობის სამართლიანობის მიმართულებით მრავალმხრივი რეფორმების გატარებაა აუცილებელი

სააგენტოზე გამოქვეყნებულ ამ მასალაში ჩვენ მივმართეთ საზოგადოებას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვები მოეწოდებინათ, რომლებსაც პასუხს გულიკო ზუმბაძე გასცემდა.

მკითხველისგან შემოსული კითხვებით გულუკო ზუმბაძეს დავუკავშირდით და პასუხის გაცემა ვთხოვეთ.

  1. რა უნდა ვიცოდეთ შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს და უნდა ვანახოთ თუ არა ის იურისტს ხელმოწერამდე.

შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. მთავარი პრინციპია: მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი  ვადით.

 თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით.

შრომითი ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ყველა იმ არსებით პირობას, რაც გათვალისწინებულია შრომის კოდექსით.

 უცილებლად  უნდა გავითვალისწინოთ:

  • სამუშაო დროის ხანგრძლივობა – არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს;
  • უქმე დღეები – ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს უარი დასვენების დღეებზე და ეს უნდა ნახოს ხელმომწერმა წინასწარ;
  • შვებულების მიცემის წესი – მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი;
  • შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა, გაცემის დრო და ადგილი – მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი;
  • უნდა იყოს გაწერილი ზეგანაკვეთურად ანაზღაურების წესი და ტარიფი;
  • ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ორ ეგზემპლარად, იდენტური ტექსტით, ორივე მხარის ხელმოწერითა და ბეჭდით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ხელშეკრულების ორივე პირს ყურადღებით უნდა გაეცნოს დასაქმებული და ერთი ეგზემპლიარი, ორიგინალი და არა ასლი, უნდა შეინახოს პირადად.
  • უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება – ეს არის უფლება, რომლის მიხედვითაც დასაქმებულმა უნდა იცოდეს საფრთხეების შესახებ, რომელიც შეიძლება გამოწვეული იქნას სამუშაოს შესრულების დროს;

ვინაიდან ერთიანი ფორმა ხელშეკრულების არ არსებობს და მასში შეიძლება დამსაქმებელმა მაქსიმალურად გაატაროს საკუთარი ინტერესები, აქიდან გამომდინარე ხელშეკრულება ხელმოწერამდე აუცილებლად უნდა ვანახოთ გამოცდილ იურისტს.

  1. რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ დამსაქმებელი დაარღვევს შეთანხმებას და პირიქით-დასაქმებულს უნდა კონტრაქტის გაუქმება.

შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტისას დასაქმებული ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

ხოლო თუ დამსაქმებელი არღვევს დასაქმებულის უფლებებს და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, დასაქმებულს უფლება აქვს მიმართოს მას პირადად, ან სასამართლოს,  თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დასაქმებულს ასევე შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს პროფესიულ გაერთიანებას ან სხვა უფლებათადამცველ ორგანიზაციებს, ადვოკატს.

  1. ნებისმიერი დასაქმების დროს უნდა დაიდოს შრომითი ხელშეკრულება და შეიძლება თუ არა ვენდოთ სიტყვიერ შეთანხმებას.

შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, აქ ერთი შეზღუდვაა მხოლოდ,  შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

საუბრის დასასრულს ქალბატონმა გულიკომ გვითხრა, რომ ის მზად არის ყოველთვის უპასუხოს საზოგადოების კითხვებს კომპეტენციის ფარგლებში, ასე რომ, თქვენთვის საინტერესო კითხვები მოგვწერეთ მეილზე geomediatv.ge@mail.ru ან სააგენტოს ფეისბუქგვერდზე.

P.S. კარგი იქნება თუ ამ პრაქტიკას დავნერგავთ და საკრებულოს თუ პარლამენტის დეპუტატები სხვადასხვა საკითხებზე საზოგადოების კითხვებს ამ ფორმატით უპასუხებენ.

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...