Home » მთავარი » გულიკო ზუმბაძე სოციალურ ცვლილებებზე მიმართულ საკომუნიკაციო კამპანიას შეუერთდა

გულიკო ზუმბაძე სოციალურ ცვლილებებზე მიმართულ საკომუნიკაციო კამპანიას შეუერთდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე სოციალურ ცვლილებებზე მიმართულ საკომუნიკაციო კამპანიას შეუერთდა. გულიკო ზუმბაძის განცხადებით, ღონისძიების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ არსებული სტიგმის დაძლევა და სოციალური ცვლილებების გამოწვევა.
სოციალურ ცვლილებებზე მიმართული კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, ევროკავშირისა (European Union in Georgia) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) მხარდაჭერით, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით ხორციელდება.


ღონისძიებას, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა, სხვადასხვა უწყებებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Facebook Comments
x

Check Also

მეცნიერების თქმით, “დიდი სიცარიელის” საიდუმლო სულ მალე გაიხსნება

“დიდი სიცარიელე” (Big Void) – ასე დაარქვეს საიდუმლო შენობას, რომელიც ხეოფსის პირამიდაში (Great Pyramid of ...