Home » მთავარი » გურამ მაჭარაშვილი – მუქარა და დამუნათება „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, თავიანთ ერთგვარ სიმბოლოდ ცოცხი აქციეს და ახლა ნაგვის ურნებს აქცევენ

გურამ მაჭარაშვილი – მუქარა და დამუნათება „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, თავიანთ ერთგვარ სიმბოლოდ ცოცხი აქციეს და ახლა ნაგვის ურნებს აქცევენ

სამწუხაროდ, მუქარა და დამუნათება „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია. მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთგვარ სიმბოლოდ ცოცხი აქციეს და ახლა ნაგვის ურნებს აქცევენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილმა იარაღის ტარებასთან დაკავშირებით „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებაც შეაფასა.

„რაც შეეხება იარაღის ტარებას, პარლამენტის წევრი დაცულია იმუნიტეტით, თუმცა დეპუტატი საჯარო პირია და თავისი ავტორიტეტითა და საქმიანობით იმას უნდა იმსახურებდეს, რომ თავად შეძლოს საზოგადოებაში ავტორიტეტის აწევა. ბუნებრივია, პარლამენტი მისი წევრის იმუნიტეტს დაიცავს, მაგრამ მათ შორის მოლაპარაკებები მათი საქმეა.

სახარბიელო არ არის, რომ ძლიერი საპარლამენტო ოპოზიცია არ გვყავს, რადგან ეს კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც. მათ ერთი ჩამოყალიბებული აზრი არ აქვთ, სწორედ ამიტომ, მათი რეიტინგი ძალიან დაბალია. შევეცდებით, რომ საპარლამენტო ოპოზიციას ხელი შევიწყოთ, თავისი ფუნქცია შეასრულონ ისე, როგორც ეს მათი ამომრჩევლის დაკვეთაა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

x

Check Also

დავით მათიკაშვილი – ერთადერთი, ვისაც საქართველოში არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება „ნაციონალური მოძრაობაა“

ნოდარ მელაძისგან და „ტვ პირველისგან“ ნამდვილად მიჩვეული ვართ ტყუილების ტირაჟირებას ფაქტების, ფალსიფიციკაციას, ფალსიფიცირებული რეპორტაჟებსა და ...