Home » პოლიტიკა » გურამ მაჭარაშვილი – სამყაროში აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ე.წ. ბოიკოტის რესურსი კიდევ დარჩა, საზოგადოების უმრავლესობა პარტიების თანამშრომლობას ემხრობა

გურამ მაჭარაშვილი – სამყაროში აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ე.წ. ბოიკოტის რესურსი კიდევ დარჩა, საზოგადოების უმრავლესობა პარტიების თანამშრომლობას ემხრობა

სამყაროში აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ე.წ. ბოიკოტის რესურსი კიდევ დარჩა, საზოგადოების უმრავლესობა პარტიების ერთმანეთთან თანამშრომლობას ემხრობა, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობა ემხრობა, რომ პარტიებს შორის პაექრობა პარლამენტში გადავიდეს.

„მგონი, აღარ დარჩა სამყაროში ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ე.წ. ბოიკოტის რესურსი კიდევ დარჩა. ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა, რომ პარტიებმა ერთმანეთში ითანამშრომლონ. ასევე ემხრობა იმას, რომ ეს კამათი გადავიდეს საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა გახლავთ ის, რომ ვინც აირჩიეს და რა ფორმაც პარლამენტს მისცეს – 90/60, იმ ფორმით დაიწყოს მუშაობა. ვფიქრობ, ოპოზიციაში არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები და გააგრძელებენ საქართველოს პარლამენტში ფუნქციას, რომელიც ხალხმა მიანიჭა.

ჩვენ შეგვიძლია მუდმივ რეჟიმში გვქონდეს მოლაპარაკებები ნებისმიერ პიროვნებასთან, მათ შორის ოპოზიციასთან, ელჩების ჩართულობით. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების შუამავლობით, ოთხი რაუნდი ჩატარდა, დადებულია გარკვეული ტიპის შეთანხმება და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში გამოჩნდებიან ჯანსაღი ძალები, რომლებიც ქართველი ხალხის, მათი ამომრჩევლის ნებას შეასრულებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

x

Check Also

გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მაინც შეძლებს გადალახოს ბარიერი, რომელიც „ნაცმოძრაობამ” დაუწესა მათ და ამ ტყვეობაში აღმოჩნდნენ – გურამ მაჭარაშვილი

ვაკვირდებით პროცესს და გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მაინც შეძლებს გადალახოს ბარიერი, რომელიც „ნაციონალურმა ...