Home » მთავარი » გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 405 000 ლარი შეადგინა

გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 405 000 ლარი შეადგინა

ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სტიქიისაგან მიყენებულმა ზარალმა 405 000 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. გაწმენდილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება.

“ჯამში, სულ დაზიანდა 33 საცხოვრებელი სახლის სახურავი. ზარალის ოდენობამ ორივე მუნიციპალიტეტში 405 000 ლარი შეადგინა. მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალურ და სამაშველო სამსახურებს ოპერატიული რეაგირებისა და გაწეული დახმარებისთვის”, – განაცხადა გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.

 

Facebook Comments
x

Check Also

“გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით! სიმართლე უნდა გაჟღერდეს!”

მეუფე პეტრე -გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით -სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე. ახლა ვხედავთ პოლიტიკურ და სულიერ ...