Home » სამართალი » გურიის პოლიციამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა

გურიის პოლიციამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ
ბუკნარში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს.
მას ბრალი ძალადობაში ედება, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში
მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს,
თანასოფლელებს – 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს
ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა შესაბამისი
სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ
ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც
ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

გიორგი ბარამიძე – ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება?

ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება? ...