Home » ეს საინტერესოა » გურჯაანში, ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსში მეთერთმეტე საუკუნის სამარხი აღმოაჩინეს

გურჯაანში, ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსში მეთერთმეტე საუკუნის სამარხი აღმოაჩინეს

სოფელ კალაურის ტყეში, ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის რესტავრაციის დროს, მეთერთმეტე საუკუნის სამარხს მიაკვლიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაძრის წინამძღვარმა, მამა ილია ჯანიაშვილმა გაავრცელა. სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ძვალშესალაგი სავარაუდოდ მეფე კვირიკე მესამეს ეკუთვნის, რომელიც 1010-1037 წლებში მეფობდა. საფლავზე წარწერაა: ” რანთა და კახთა მეფე“.

ადგილზე ძეგლთა დაცვის სპეციალისტები ჩავიდნენ და საფლავის გასუფთავება დაიწყეს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში აღმოჩენის შესახებ, მისი საბოლოო შესწავლის მიზნით, დეტალებს არ აკონკრეტებენ.

 

Facebook Comments
x

Check Also

თითეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული…

პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მნიშველოვანია, ქვეყანაში გაგრძელდეს კორონავირუსის სწრაფი გამოვლენა, პაციენტების სწრაფი მკურნალობა და ...