Home » მთავარი » „გურჯაანში 80% -ია პარტიიდან გასარიცხი, დამიბარეთ და ყველა დამამტკიცებელ საბუთს ჩამოგიტანთ!..

„გურჯაანში 80% -ია პარტიიდან გასარიცხი, დამიბარეთ და ყველა დამამტკიცებელ საბუთს ჩამოგიტანთ!..

დღეს საზოგადოებაში ხშირად გაისმის უკმაყოფილება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი პორტირებული შეიფარა და მეტიც, თუ ახდა, „მხოლოდ ნაციონალური ოცნება“.

საპარლამეტო უმპავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ერთ-ერთ კომენტარში წერს, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში  პოლიტიკური პარტიების ერთერთი უმთავრესი ამოცანაა სხვათა მომხრეების საკუთარ მხარეს მოზიდვა და გადმოყვანა.

-„პოლიტიკური პარტია თუ სხვათა მომხრეების საკუთარ მხარეს მოზიდვაზე და გადმოყვანაზე არ ფიქრობს, მას მომავალი არა აქვს. ეს პოლიტიკური პარტიების ერთერთი უმთავრესი ამოცანაა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. ვინც ჩვენ არ გვჭირდება არიან ისინი, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი. მათი ადგილი არ უნდა იყოს “ქართულ ოცნებაში”. თუ ასეთებს აღმოაჩენთ ჩვენთან, გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ მათ გასარიცხად პარტიიდან“-წერს კვაჭანტირაძე.

კვაჭანტირაძის კომენტარს „ქართული ოცნების“  აქტივისტი ციცო ღვინიაშვილი ეხმიანება და დეპუტატს საჯაროდ მიმართავს:

-„გურჯაანში 80% -ია პარტიიდან გასარიცხი, მაგრამ ვინც ხმა ამოვიღეთ და დავუპირისპირდით ნაციონალებს, აქეთ გაგვრიცხეს პარტიიდან, პირადათ მე დამიბარეთ და ყველა დამამტკიცებელ საბუთებს ჩამოგიტანთ. გურჯაანს მკაცრი კონტროლი სჭირდება…

სხვა მომხრები მიიზიდეთ და ვინც ქვეყნის გადასარჩენად, ჩვენ სასიკვდილოდ გავიმეტეთ საკუთარი თავები, სანაგვეზე მოგვისროლეთ, თანაც დიდი შეურაცყოფები მოგვაყენეთ, თურმე ჩვენ ვყოფილვართ, ისინი, ვისაც ჩვენ ვებრძოდით, კი ბატონო, სახლში ვზივართ და არავის პარტიისკენ არ ვიყურებით, გელოდებით, რომ მშვიდათ ჩაატაროთ არჩევნები, 2012 წლის დღემდე ნაბრძოლი ხალხის გარეშე!“

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...