You are here
გუშინ დაკავებული სადღობელაშვილი უკვე სასამართლოში იმყოფება მთავარი სამართალი 

გუშინ დაკავებული სადღობელაშვილი უკვე სასამართლოში იმყოფება

გუშინ “ქართველთა მარშის” აქციაზე დაკავებული ლადო სადღობელაშვილის მიერ შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მოსამართლე დღეს იმსჯელებს.

სადღობელაშვილი უკვე სასამართლოში იმყოფება.

მას ორი მუხლის დარღვევას ედავებიან, თავად კი პოლიციას მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. მან ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა.

სადღობელაშვილი ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევია და სასამართლო მხოლოდ კარიმით უნდა შემოიფარგლოს. მისი თქმით დაკავების შემდეგ პატრულმა მანქანაში მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და არ გამორიცხავს მათზე სარჩელის  შეტანას.

Comments

comments

Related posts