Home » მთავარი » „დაანებეთ თავი უწყებრივი და კორპორატიული ინტერესების ლობირებას და იყავით საზოგადოების ინტერესების დამცველები!“

„დაანებეთ თავი უწყებრივი და კორპორატიული ინტერესების ლობირებას და იყავით საზოგადოების ინტერესების დამცველები!“

ლაშა სტურუა

“პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი

სულისშემძვრელი გუშინდელი კადრების შემდეგ მსურს ჩემი ანალიზი წარმოგიდგინოთ, თუ რა მოხდა გუშინ ბათუმში?..

– ჩემი სუბიექტური უარყოფითი დამოკიდებულება ნაცმოძრაობის, როგორც ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალის მიმართ ცნობილია და მათ ადვოკატად ნამდვილად ვერ გამოვდგები, თუმცა ამ შემთხვევაში, ობიექტურობის პრინციპიდან გამოდინარე, სრულიად ვემიჯნები იმ უსუსურ არგუმენტებს, რომ ეს მოვლენები მათი ინსპირირებული იყო…

– ფაქტობრივი გარემოებები:
1. პატრულის თანამშრომელმა დააფიქსირა სამართალდარღვევა ავტომობილის არასწორი პარკირების გამო და გამოიწერა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი;
2. სამართალდამრღვევი და მისი მგზავრი აღმოჩდნენ, ოჯახური ტრაგედიით დამწუხრებული პირები;
3. პატრულის თანამშრომელი შესაძლოა მოქმედებდა კანონის მოთხოვნის მიხედვით, მაგრამ მან არ გაითვალისწინა ადამიანური ფაქტორი, რასაც მოჰყვა შელაპარაკება და უსიამოვნო ინციდენტი;
4. პატრულის თანამშრომელმა თავის ჯგუფთან ერთად არ გამოიჩინა თმენის ვალდებულება, მოახდინა ფიზიკური ძალადობა და ძალის გამოყენებით დააკავა ავტომობილის მგზავრები, რისი საჭიროებაც ამ სამართალდარღვევის პირობებში ნამდვილად არ არსებობდა.
5. აღნიშნულს მოჰყვა სოლიდარობა ადილზე მყოფი მოქალაქეების მხრიდან და იმის მაგივრად,რომ პატრულს უკან დაეხია , მათ სხვა მოქალაქეებიც დააკავეს.
6. ამით გაღიზიანებული და ინციდენტის შემსწრე მოქალაქეთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა საპატრულო პოლიციის სამმართველოს წინ გამართა მცირერიცხოვანი აქცია დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით;
7. მომიტინგეთა მოთხოვნაზე არაადექვატური რეაგირების გამო – აქციის მონაწილეთა რიცხვმა დაიწყო ზრდა და

აღნიშნულ მოთხოვნას დაემატა კიდევ ერთი მოთხოვნა – სამმართველოს უფროსის – კახაბერ ბუხრაძის გათავისუფლების მოთხოვნით.

8. ამ უკანასკნელი მოთხოვნის საფუძველს კი (მომიტინგეთა ინფორმაციით) წარმოადგენდა მისი თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან საპარტულო პოლიციის მხრიდან აგრესიული და მიზანმიმართული დაჯარიმებების გახშირება (სხვათაშორის ამ პირის მიმართ ანალოგიური პრეტენზია გამოითქმებოდა გორის რეგიონშიც საიდანაც იგი იქნა აჭარაში გადაყვალილი). ობიექტურობისათვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში მოძრაობის წესების დაცვა – რბილად, რომ ვთქვათ მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ამაში ყველა დამეთანხმება ვისაც ავტომობილით უმოძრავია ბათუმის ქუჩებში – თუმცა ეს სრულიად არ ამართლებს იმ აგრესიულ ქმედებებს რაზეც მიუთითებენ ადგილობრივები.
9. სიტუაციის დეესკალაციის მიზნით საქმეში ჩაერთვნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია, ბათუმის მერია და მათ მიიღეს დაპირება, რომ მომიტინგეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, თუმცა ეს დაპირება მეტად დაგვიანებით შესრულდა უშუალოდ ავტონომიის მეთაურის თხოვნის საფუძველზე და უშუალოდ შ.ს.ს – მინისტრის გადაწყვეტილებით.
10. შედეგი სავალალოა: – მრავალი დაშავებული ადამიანი, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, მოქალაქეთა საკუთრების ხელყოფა და დაზიანება, ჩვენი თანამოქალაქეების სრულიად არაადექვატური აგრესიული ქმედებანი და ა.შ…

…ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ასეთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი:

ა) წინა ხელისუფლების 9 წლიანი ძალადობრივი მმართველობის გამოცდილების ფონზე – საზოგადოება აღარ აიტანს სახელმწიფოს მხრიდან თუნდაც მცირე სახის ძალადობას, რადგანაც კარგად გვახსოვს, ის რომ – თუნდაც ერთხელ თვალის მოხუჭვას – შემდეგ ძალადობათა კასკადი მოჰყვა იმ ავადსახსენებელი ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში და ბუნებრივია საზოგადოება ამაზე უკვე რეაგირებს;
ბ) ხალხი იმედგაცრუებულია ახალი ხელისუფლების მმართველობით, გაღიზიანებულია სამართლიანობის აღდგენის შეფერხებული პროცესით, ნიჰილიზმშია უამრავი დანაპირების არშესრულების გამო, შეურაცხყოფილია ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის უქონლობით და მათი ყოველდღიური ყოფითი პრობლემების უგულვებელყოფით. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ იმ დონის აგრესიის საფუძველი, რაც გუშინ გამოვლინდა და არა ერთი, ცალკეული და თუნდაც უსიამოვნო ლოკალური შემთხვევა;

შედეგიც სახეზეა:

– ერთი შხედვით ჩვეულებრივი, ყოველდღიურობის ინციდენტი გადაიზარდა ფაქტობრივად ბუნტში და დარწმუნებული ვარ – თუთოეულ მომიტინგეს საერთო მოთხოვნების გარდა რაც გაისმოდა აქციაზე – კიდევ ჰქონდა ინდივიდუალური მიზეზი პროტესტის გამოხატვისა (რა თქმა უნდა ამგვარი გამოხატვის ფორმები სრულიად მიუღებელია) თუმცა ხალხმა ყურადღება ამ გზით მიიქცია, რადგანაც სამწუხაროდ, როგორც ჩანს სხვა ყველა გზა ამოწურა, რომ როგორმე ხმა მიეწვდინა “ძლიერთა ამა ქვეყნისათა” ყურამდე…

რეკომენდაცია ხელისუფლებას:

1. გაათავისუფლეთ აჭარის საპატრულოს სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან;
2. ახლად მივლენილს (და არა მხოლოდ აქ) ჩაუტარეთ მკაცრი ინსტრუქტაჟი მოქალაქეებთან ურთიერთობის კუთხით;
3. კონკრეტული საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც უშუალოდ გახდა მიზეზი ამ არეულობისა საერთოდ გათავისუფლებულ უნდა იქნეს შ.ს.ს. – შემადგენლობიდან;
4. დაანებეთ თავი უწყებრივი და კორპორატიული ინტერესების ლობირებას და იყავით სრულიად ქართული საზოგადოების ინტერესების დამცველები;
5. გაათავისუფლეთ თანამდებობიდან ადგილობრივი უსაფრთხოების ხელმძღვანელობა, რომელიც აშკარაა, რომ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
– ეს კონკრეტულად გუშინდელ ინციდენტთან მიმართებაში,
ხოლო ზოგადად კი გირჩევთ –

– მოუსმინეთ ხალხს, მუდამ გედოთ მათ მაჯისცემაზე ხელი, ნუ დაშორდებით საზოგადოებას, მათთან ერთად გაიჭირვეთ და მათთან ერთადვე მოილხინეთ, როდესაც სწორედ მათთან ერთადვე მიაღწეული წარმატებული შედეგები გექნებათ, მანამდე კი საამაყო არაფერი გაქვთ…
… სწორედ ამ ხალის დამსახურებაა თვენი დღევანდელი სოციალური სტატუსი და თანამდებობრივი მდგომარეობა, იყავით მადლიერნი ამისათვის და ეს მადლიერება გამოხატეთ თქვენი ვალდებულების პირნათლად შესრულებით, საზოგადოების თქვენთვის “მომსახურების” რეჟიმიდან – გადაერთეთ მისთვის “მსახურების” რეჟიმზე და გარწმუნებთ ეს ენით აღუწრელ სიამოვნებას მოგგვრით თავად თქვენვე და რა ღა თქმა უნდა თქვენს გარშემო კონსოლიდირებულ და ყოველივე ამით კმაყოფილ საზოგადოებას!
იყავით ღირსეული ქართული საზოგადოების – ღირსეული ხელისუფლება!

Facebook Comments
x

Check Also

ქეთუსია და მისი სამყარო… (გადაცემა)

ბერლინში, ეკო არტ ფესტივალზე სოლო ქორეოგრაფიული ნამუშევრით წარსდგა და მოხვდა 20 საუკეთესო ქონთერ ფორარის მოცეკვავეს ...