Home » მთავარი » დაბა სურამში ადიდებულა წყალმა მამაკაცი გაიტაცა

დაბა სურამში ადიდებულა წყალმა მამაკაცი გაიტაცა

საქართველოს რამდენიმე რეგიონში სტიქიას ებრძვიან.  ძლიერმა  სეტყვამ და წვიმამ საგარეჯოს, ადიგენის, რუსთავის და სურამის მოსახლეობა დააზარალა.  უხვმა ნალექმა განსაკუთრებული ზიანი  დაბა სურამს და მის მიმდებარე სოფლებს მიაყენა.   მოვარდნილმა წყალმა მოსახლეობას საცხოვრებელ სახლები, საოჯახო ნივთები და ტექნიკა გაუნადგურა. დაიტბორა  საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. განადგურდა პირუტყვი, დახოცილია ფრინველი. წყალმა წაიღო ნათესები, ნარგავები და ვენახები. დაზიანდა გზა.  განადგურდა  ხიდები.

ადიდებულმა მდინარემ სოფელ გემბერის მკვიდრი, 43 წლის მამაკაცი მაშინ გაიტაცა, როდესაც პირუტყვის გადარჩენას ცდილობდა.  ვასილ ღონღაძე  გამთენიისას მეზობლებმა გარდაცვლილი იპოვეს.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. დაზარალებული  ქალაქების და  სოფლების მდგომარეობას კომისია შეისწავლის. სანამ გამგეობები და შესაბამისი უწყებები ზარალის ოდენობას შეისწავლიან და შესაბამის დასკვნებს დადებენ, ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევთ თავსდატეხილ სტიქიასთან გამკლავება და დატბორილი სახლების დასუფთავება.  დაზარალებული რეგიონების ხელმძღვანელობა მოსახლეობას დახმარებას პირდება.

Facebook Comments
x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...