Home » მთავარი » დაბრუნებაც, მისალმებაც, მიძღვნაც – 10 ივნისს, შეხვედრა ნუკრი კაპანაძეთან

დაბრუნებაც, მისალმებაც, მიძღვნაც – 10 ივნისს, შეხვედრა ნუკრი კაპანაძეთან

დაბრუნებაც, მისალმებაც, მიძღვნაც – ყველასთვის მონატრებული მომღერალი ნუკრი კაპანაძე მსმენელს უბრუნდება. 10 ივნისს კლუბ „Number 13”-ში მომღერალი მსმენელის წინაშე მონატრებულიმ თუმცა მაინც განსხვავებული რეპერტუარით წარსდგება.

 „შეხვედრა ნუკრისთან“ – ასე ერქმევა საღამოს, სადაც მონატრებული მსმენელი ნუკრი კაპანაძეს მოუსმენს.

„კლუბში სიმღერა ზოგადად ძალიან საინტერესოა. მიყვარს, როდესაც მაყურებელი ახლოს არის შენთან. ჩემი ახალი რეპერტუარი ითხოვს მაყურებლის სიახლოვეს, რომელსაც ელაპარაკები და თვალებში უყურებ“, – განაცხადა ნუკრი კაპანაძემ.

მომღერალი მაშინ არის ბედნიერი, როცა მათთვის მღერის, ვისაც მოსწონს და უყვარს, ვისაც ენატრება მისი სიმღერა. შემოქმედისთვის მთავარია იხარჯებოდეს მათთვის, ვინც თვითონაც ასევე უყვარს და ნუკრი კაპანაძე ახლა, დიდი მონატრების შემდეგ, თავისი მსმენელისათვის იმღერებს.

მთავარია, რომ ამ შეხვედრას საფუძვლად ექნება სიყვარული – ისეთი, როგორც ჭეშმარიტ ხელოვნებას სჩვევია.

„10 ივნისს, კლუბ „number 13“ – ში იწყება შემოქმედებითი საღამოები ციკლიდან „შეხვედრები ვერაზე“. ამ რუბრიკის პირველი სტუმარი ყველასათვის საყვარელი, უნიჭიერესი და მონატრებული მომღერალი – ნუკრი კაპანაძე იქნება, რომელიც მსმენელის წინაშე წარდგება განახლებული პროგრამითა და განსხვავებული რეპერტუარით. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ფუფუნებად გადაიქცა ქართული ესტრადის მარგალიტების მოსმენა საკონცერტო დარბაზებში. გათვლა გვაქვს გემოვნებიან მუსიკაზე, რეპერტუარზე და ადამიანებზე“, – ამბობს საღამოს ორგანიზატორი მანანა ლომიშვილი.

მაშ, ასე, არ დაგავიწყდეთ!

10 ივნისი, დასაწყისი 21:00 საათი, ბილეთის ფასია 30 ლარი.

მის.: გ.ახვლედიანი 13 (პეროვსკაია) კლუბი “Number 13”

საკონტაქტო ტეელფონი: 555-42-42-90

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

“მთავრობამ შიმშილისგანაც უნდა დაიცვას სახლში დარჩენილი მოსახლეობა”

საქართველოს მთავრობის მიერ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ეხმაურება და ამბობს, რომ მოსახლეობის უმეტესობა ...