Home » მთავარი » “დადგა დრო ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას”

“დადგა დრო ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას”

საქართველოს პრემიერ მინისტრი ნატოში ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე საუბრობს. ინფორმაციას პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს.

“რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.  სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში მიღებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცნობილ ამერიკულ გამოცემა “The Washington Times”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომლის სათაურია – „საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“.

მთავრობის მეთაური ასევე საუბრობს თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატოში საქართველოს დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, მიუთითა რა შავ ზღვაზე უსაფრთოების და ნატო-ს მხრიდან შესაბამის გამოწვევებზე პასუხის გაცემის მზარდ საჭიროებაზე. უკრაინაში ვიზიტის დროს კი თურქეთის პრეზიენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთისა და ნატო-ს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ. გარდა ამისა, თურქეთი უკვე დიდი ხანია აღიარებს, რომ შავი ზღვა წარმოადგენს რეგიონის სტრატეგიული კონტექსტის გეოპოლიტიკურ ცენტრს. რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატო-ში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატოს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატოში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება“ – აცხადებს პრემიერი.

 

Facebook Comments
x

Check Also

ჟურნალისტებზე მზრუნველი პატრული – ვენდოთ ერთმანეთს!

თბილისის შესასვლელ-გასასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტი მოწყობილი, სადაც პოლიციელები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. მიუხედავად დაღლილობისა, მიუხედავად იმისა, ...