Home » ექსკლუზივი » დავა, რომელიც წლებია არსებობს და მხოლოდ სასამართლოში უნდა გადაწყდეს!

დავა, რომელიც წლებია არსებობს და მხოლოდ სასამართლოში უნდა გადაწყდეს!

მას შემდეგ, რაც სააგენტოზე მასალა „ქარექსპრესმა“ და „ფორვარდერმა“ დავის არსებობა დაადასტურეს, სააგენტო კი არ გამორიცხავს კონპენსაციის მოთხოვნის საკითხის დაყენებას“ გამოქვეყნდა

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%90/

თითქმის ერთი თვე გავიდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა საზოგადოების გარკვეული ჯგუფის ინტერესი ამ კომპანიებთან  და მათ შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით არ განელებულა.

სულ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა 2014 წელს „ქარექსპრესის“ მიერ გამოქვეყნებული მასალა:

-“დავით ჯეჯელავას დაპატიმრებით „გამწარებულმა“ და ძილგატეხილმა თამარ გვარაძემ გათენებას ვეღარ დაუცადა და გამთენიისას გამოაქვეყნა ჩემს მიმართ ცრუ ბრალდებებითა და ბოღმით გაჟღენთილი წერილი.აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემს მიერ გავრცელებული და მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია შპს “CAREXPRESS”-ის დირექტორის დავით ჯეჯელავას ბრალდებისა და საქართველოდან გაქცევის მცდელობისას დაპატიმრების შესახებ.
აღნიშნულ წერილობით ინფორმაციაში მე, ასევე ვუთითებდი დავით ჯეჯელავას თანამზრახველთა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებაც. თამარ გვარაძემ, როგორც სჩანს, თანამზრახველებში საკუთარი თავი დაინახა, რამაც მისი სასოწარკვეთა გამოიწვია და ჩემი მხრიდან მტკიცებულებებით გამყარებულ ინფორმაციას დაუპირისპირა მის მიერ ახლადშეთხზული ჭორი, რაც განპირობებულია თვითგადარჩენის ინსტიქტით.
წონასწორება დაკარგულ ადამიანს ზოგჯერ სიმართლე წამოსცდება ხოლმე და თამარასაც თავისდაუნებურად წამოსცდა სიმართლე, როდესაც, როგორც თვითონ უწოდებს, თავისი შვილების მამა დამპალ ვაშლს შეადარა. ამონარიდს მოვიყვან მისი წერლიდან: „с моего дерева попадали тухлые Яблоки и остались только крепкие.“ „დამპალი ვაშლების „ მოშორებისთვის მადლობას კი მე მიხდის.ჩემთვის ბევრჯერ უთქვამს თამარ გვარაძეს, რომ ბიზნესიდან, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დავით ჯეჯელავასაც უპრობლემოდ მოიცილებდა, მაგრამ მისი დაპატიმრება თუ ასე გაახარებდა, ნამდვილად არ მეგონა.
თამარ გვარაძე თავის წერილში მოგონილი ჭორებით ცდილობს ჩემს დადანაშაულებას კლიენტების გადმობირებაში. კლიენტების გადმობირება და კომპანიის თანხების მითვისება მისი და დავით ჯეჯელავას საქმიანობის სტილია. რეალურმა ფაქტებმა და მტკიცებულებებმა დაგვანახა, რომ სწორედ ამ სტილის გამო არის დავით ჯეჯელავა გლდანის მერვე საპყრობილის ბინადარი. ვიმედოვნებ სამართლიანობა აღსდგება და დავით ჯეჯელავას ბედს მისი თანამზრახველებიც გაიზიარებენ”.

განახლებულ სტატუსს საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ კომენტარები მოჰყვა, ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ჩვენი სააგენტო სრულად არ ასახავს რეალობას და ცდილობს იყოს მიკერძოებული, თუმცა რომელი მხარის მიმართ, ამას არ ამბობენ და სიმართლე გითხრათ ვერ ჩვენ ვხვდებით, რადგან ზევით მოყვანილ მასალაში (იხ. ლინკი) ჩაწერილი გვყავს ორივე მხარე და დასმულ კითხვაზე ორივე კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ პასუხი გაცემული.

რადგან არსებობს ეჭვი და სახეზეა დაინტერესება, ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ორივე კომპანიას და სოციალურ ქსელში რატომღაც ახლა ისევ აქტუალურად წარმოჩენილ 2 წლის წინანდელ  სტატუსთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

კომპანიები დაგვთანხმდნენ ვრცელ ინტერვიუზეც. როგორც „ფორვარდერის“ ხელმძღვანელმა თამარ გვარაძემ გვითხრა, ის ყველა არსებულ და მიმდინარე დავაზე დოკუმენტაციას წარმოადგენს და იმ ტრაგედიის შესახებაც მოგვიყვება, რაც ამ დავებმა და მათთან დაკავშირებულმა მუქარებმა გამოიწვია. რაც შეეხება „ქარექსპრესს“, ჩვენ კომპნიის წარმომადგენელთან შევძელით დაკავშირება, რომელმაც გვითხრა, რომ აუცილებლად დაუკავშირდება კომპანიის ხელმძღვანელს შოთა ჟვანიას და  კომენტარს მოგვაწოდებს.

სააგენტო კომპანიების კომენტარებს მიღებისთანავე გააცნობს მკითხველს და იმ კითხვებზეც მოიძიებს პასუხებს, რომლებიც სააგენტოში მოქალაქეების მიერ შემოვიდა კომპანიებთან დაკავშირებული საქმიანობის გამო.

და ბოლოს, geomediatv.ge საჯაროდ აცხადებს, რომ არ არის დაინტერესებული ორ კომპანიას შორის არსებული კერძო დავით, ეს მათი პირადი საქმეა, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ორივე მხარესთან თუ რაიმე კანონდარღვევა არსებობს და უკანონოდ იჩაგრება რომელიმე მხარე, მზად ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ მათ მიერ წარმოდგენილი მხოლოდ დოკუმენტალურად გამყარებული მასალა. მიგვაჩნია, რომ დავების გადასაწყვეტად არსებობს სასამართლო და სწორედ ამ უწყებამ უნდა სთქვას საბოლოო სიტყვა.

ასევე მოვუწოდებთ ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას, ნუ გარევენ სააგენტოს პირად დავაში, მასალის გაშუქება არ ნიშნავს რომელიმე მხარესთან მიკერძოებას.

ჩვენ ველოდებით კომპანიების კომენტარებს და მიღებისთანავე გავასაჯაროვებთ, რომ არ დარჩეს რაიმე ეჭვი. სამომავლოდ კი სააგენტო ამ კომპანიების დავაზე არ გააკეთებს არანაირ მასალას და არც სხვა სააგენტოებზე გავრცელებულ მასალებს წაიღებს, ჩვენ მზად ვართ მათთან მხოლოდ მათი საქმიანობის გასაშუქებლად სათანამშრომლოდ და მკითხველის კითხვებზე პასუხების მოსაძიებლად.

 

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...