Home » მთავარი » “დავდგეთ და ვი-ხმაურ-ოთ!!! ჩვენგან მეტი მაინც არაფერი გამოდის!!!”

“დავდგეთ და ვი-ხმაურ-ოთ!!! ჩვენგან მეტი მაინც არაფერი გამოდის!!!”

ნარკოტიკები და ახალგაზრდები! ყველა ვთანხმდებით, რომ მდგომარეობა საგანგაშოა, მაგრამ სამწუხაროდ გამოსავალი არ ჩანს.

სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩარკვიანი უკვე წლებია ამ საკითხზე მუშაობს, კერ კიდევ ორი წლის წინ წინადადებითაც შევიდა პარლამენტში, მერე პრევენციის და ინფორმირებულობის შესახებ პროექტიც დაწერა და … და არც არაფერი, სამწუხაროდ ყველაფერი „თაროზე შემოიდო“.

Gem Fest- ზე მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ უბედურებას, რომელმაც შეიძლება ყველას კარებზე დააბრახუნოს, თუ შემოგლეჯილი არ აქვს უკვე!

ჩვენ ნინო ჩარკვიანს დავუკავშირდით და ვიდრე სტუდიაში მივიწვევთ და ამ საკითხებზე ვრცლად ვისაუბრებთ, მცირე კომენტარი ვთხოვეთ.

– Gem Fest- ზე მომხდარი ტრაგედია სამწუხაროდ ყოველდღიურად ხდება ჩვენს გარშემო და რეალურად არაფერი კეთდება ამ პროცესის შესაჩერებლად… სოციალურ კამპანიას, რომელიც ამ პრობლემის ინფორმირებულობას, პრევენციას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად რეალური მხარდამჭერი არ გამოუჩნდა, სამაგიეროდ წარმატებით ხდებოდა და ხდება ნარკოტიკების პროპაგანდა ყველა საინფორმაციო სივრცეში.

ნარკოპოლიტიკის ცვლილება არ არის მხოლოდ დეკრიმინალიზაციის და ლეგალიზაციის მოთხოვნა! ამ პროცესს ყველა განვითარებულ ქვეყანაში წინ უძღოდა მაშტაბური საინფორმაციო და ანტინარკოტიკული კამპანიები!

დავდგეთ და ვი-ხმაურ-ოთ!!! ჩვენგან მეტი მაინც არაფერი გამოდის!!!

Facebook Comments
x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...