Home » მთავარი » “დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა”

“დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა”

საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრებზე კომენტარი გააკეთა პატრიარქის მდივანმა  მამა მიქაელ ბოტკოველმა:

“საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა, მისი უწმინდესობის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, დიდი ჯგუფი ეკლესიის მღვდელმთავრების. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი და მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს. გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი და სადაც იქნება ჭეშმარიტება ასახული. ”

ის შეეხო პროკურორის ვიზიტსაც და განაცხადა, რომ  “სინოდის წევრებს და მის უწმინდესობას ჰქონდათ სურვილი, ცოტა მეტი ინფორმაცია მიეღოთ მთავარი პროკურორისგან”.

“ბატონი ირაკლი იმყოფებოდა საპატრიარქოში. მათ იმსჯელეს ამ საკითხებზე და რამდენადაც შესაძლებელი იყო და რამდენადაც აუცილებელი იყო, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს პატრიარქს საგამოძიებო სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წუთისთვის ვერ შევაფასებთ მამა გიორგის ბრალეულობის ხარისხს. დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

 

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრა ამ დრომდე მიმდინარეობს

Facebook Comments
x

Check Also

9 წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

„კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში,  შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ...