Home » მთავარი » დავით გარეჯზე აზერბაიჯანის მხარის განცხადებების გამო გიორგი თევზაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს

დავით გარეჯზე აზერბაიჯანის მხარის განცხადებების გამო გიორგი თევზაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს

უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას თუნდაც  დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე და საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ნაწილზე საქართველოს იურისდიქციის რაიმე ფორმით შეზღუდვა.

უფლებადამცველი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

-აღმაშფოთებელი ინფორმაცია გავრცელდა მედია საშუალებებით, რომლის თანახმად საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, თითქოს აზერბაიჯანის მხარე პრეტენზიას აცხადებს დავით გარეჯის კომლექსის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად გამოცხადებაზე.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სამხედრო ექსპერტი ვინმე უზეირ ჯაფაროვი აღნიშნავს:

„საქართველოს ესმის, რომ ამ ტერიტორიას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, გარდა ამისა იურიდიული მხარითაც აზერბაიჯანს უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე საქართველოს“. უზეირ ჯაფაროვის ეს გაუგონარი და წარმოუდგენელი თავხედობაა და როგორც ჩანს ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი განცხადებები ხელს არ შეუწყოფს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ და სტრატეგიულ თანამშრომლობას. გარდა იმისა, დავით გარეჯი ქართული მართმადიდებლური სამონასტრო კომპლქსია და ბუნებრივია ვერ აშენდებოდა და საუკუნეების მანძილზე წარმოდგენილი სახით ვერ იფუნქციონირებდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ისტორიული და სამეცნიერო კვლევებითაც დავის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს მისი კუთვნილება საქართველოსთან. საინტერესოა რა რეაქცია ექნებოდა უზეირ ჯაფაროვს, საქართველოს რომ დაეყენებინა პრეტენზია საქართველოს ისტორიული ჰერეთის ტერიტორიის მიმართ, რომლის მიმართ, მათგან განსხვავებით, დასაბუთებული პრეტენზია ნამდვილად შეიძლება გვექნებოდა. ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთა და კომპრომისები კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთ წითელ ხაზს წარმოადგენს საქართველოს ტერტორიული მთლიანობა და დავით გარეჯის განუყოფლობა საქართველოსთან. ამ საკითხზე კითხვის ნიშნების გაკეთებაც კი უკვე სახელმწიფოებრივი დანაშაულის ტოლფასია. ვიმედოვნებთ, და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მხარე პრინციპულ და კატეგორიულ პოზიციას დააფიქსირებს აზერბაიჯანულ მხარესთან და არ დაუშვებს რაიმე ფორმით დავით გარეჯზე საქართველოს იურისდიქციის რაიმე ფორმით შეზღუდვას. ასევე დარწმუნებული ვართ, რომ აზერბაიჯანული მხარე იმოქმედებს კეთილგონიერების ფარგლებში და არ დაუშვებს საქართველოსთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან კონფლიქტური ვითარების შექმნას. საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ მივმართავთ შესაბამისი წერილოთ საქართველოს მთავრობას,და ასევე გავნავახორციელებთ საზოგადოებრივ მონიტორინგს საკითხთან დაკავშირებით, ხოლო მონიტორინგის შედეგებს განვასაჯაროვებთ მედია–საშუალებებით კანონით დადგენილ ფარგლებში“ – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...