Home » მთავარი » დავით გარეჯის თემა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, ვერც ერთი პოლიტიკოსი თავს უფლებას ვერ მისცემს, დავით გარეჯის საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს – არჩილ თალაკვაძე

დავით გარეჯის თემა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, ვერც ერთი პოლიტიკოსი თავს უფლებას ვერ მისცემს, დავით გარეჯის საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს – არჩილ თალაკვაძე

ჩვენ ვთვლით, რომ პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკოსებს შორის არ მიიღება. პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც წყდება, ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ – არა. ეს არის მართლმსაჯულების საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან სერიოზული ახალი მტკიცებულებები, რომელიც კიდევ უფრო სერიოზულ წონას აძლევს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით. დავით გარეჯის თემა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, შესაბამისად, აქ ობიექტური, მიუკერძოებელი პასუხები უნდა გაეცეს ამ კითხვებს, ეს უნდა გააკეთოს გამოძიებამ და საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.

ვერც ერთი პოლიტიკოსი, მათ შორის ვერც უმრავლესობის წევრი ვერ მისცემს თავს უფლებას, რომ ამ საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

x

Check Also

არჩილ თალაკვაძე – ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, როგორ ვაგრძელებთ თანამშრომლობას

ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, როგორ ვაგრძელებთ მომავალ პოლიტიკურ ...