Home » პოლიტიკა » დავით გარეჯის საქმეზე – ხედავთ, თუ რა გააფთრებით იბრძვიან ჩვენი ოპონენტები, რათა პოლიტიკურ პატიმრებად აღიარონ ადამიანები, რომელთა წინაშე სეროზული ბრალდებებია – გია ვოლსკი

დავით გარეჯის საქმეზე – ხედავთ, თუ რა გააფთრებით იბრძვიან ჩვენი ოპონენტები, რათა პოლიტიკურ პატიმრებად აღიარონ ადამიანები, რომელთა წინაშე სეროზული ბრალდებებია – გია ვოლსკი

ხედავთ, თუ რა გააფთრებით იბრძვიან ჩვენი ოპონენტები, რათა პოლიტიკურ პატიმრებად აღიარონ ადამიანები, რომელთა წინაშე ძალიან სეროზული ბრალდებები დევს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის ფარგლებშიც დღეს პროკურატურამ ვიდეო მტკიცებულებები გაასაჯაროვა.

მისივე თქმით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს წინააღმდეგ კონსპირციული მოქმედების ყველა ნიშანი იყო.

“ფაქტია, რომ ვერც ივერი მელაშვილი და ვერც ილიჩოვა პირადი მერკანტილური შეხედულებებით ვერ იმოქმედებდნენ, გამოძიება წინაა, სასამართლოს დასკვნა ამაზე იქნება საგანგებო მნიშვნელობის. ხედავთ, თუ რა გააფთრებით იბრძვიან ჩვენი ოპონენტები, რათა პოლიტიკურ პატიმრებად აღიარონ ადამიანები, რომელთა წინაშე ძალიან სეროზული ბრალდებები დევს. პოლიტიკურ ასპექტს თუ გავუსვამთ ხაზ და აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებმაც გადაწყვეტილეს, რომ საქართველოს ისტორიული მნიშვნელობის ტერიტორია შეიძლება გასხვისებულიყო, დღემდე ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით. ეს ფაქტი, მგონია, რომ ვერანაირად ვერ იქნება შერყეული. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ყველაფერს საბოლოოდ წერტილი სასამართლომ უნდა დაუსვას”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მტკიცებულებები გაასაჯაროვა. გამოძიების ფარგლებში, ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმდებები, მათ შორის, ბრალდებული ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში.

x

Check Also

გია ვოლსკი – მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედაც ჩვენ ვიწევთ ყველას ფასილიტატორების მონაწილეობით, რაც ოპონენტებისგან გვესმის,  ულტიმატუმია, როგორც კოლექტიურ სააკაშვილს სურს,  ვერ მოხდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხაებით, მოლაპარაკების მაგიდასთან მმართველი იწვევს ყველას ფასილიტატორების მონაწილეობით, ხოლო რაც ...