Home » მთავარი » დავით თარხან-მოურავი: თურქეთი ცივილიზებული სამყაროს მტერია! (ვიდეო)

დავით თარხან-მოურავი: თურქეთი ცივილიზებული სამყაროს მტერია! (ვიდეო)

-„თურქეთი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს მტერია, იგივე პოზიცია აქვს საფრანგეთს. მე 4 წელი ვცხოვრობდი საფრანგეთში და ზუსტად ვიცი, რომ ეს პოზიცია აქვს საფრანგეთის სახელმწიფოს“-განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა გადაცემა „არჩევანში“.

ბატონი დავითი აცხადებს, რომ  ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს. საინტერესოა,როგორ წარმოუდგენია მას თურქეთის რეაქცია საქართველოს მთავრობაში მკვეთრად ანტითურქული ძალის მოსვლაზე, რომელიც თურქეთს ცივილიზაციის მტრად აცხადებს და სომხების გენოციდის აღიარებას მოითხოვს, ასევე საინტერესოა, რას ფიქრობს ის აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების რეაქციაზე.

ცოტა არ იყოს, უცნაურია  ასეთი განცხადებები რომ კეთდება თურქეთ-რუსეთის სტრატეგიული დაახლოების ფონზე, რასაც რეგიონში მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე-სომხეთი ჰყავს.

საქართველომ არაერთხელ იწვნია მსგავსი განცხადებების და მოქმედებების მწარე შედეგები, მაგალითად რუსეთისგან, რომლის დანგრევასაც სასოებით ელოდნენ მავანნი და ქვეყანა დაშალეს.

ახლა, ეტყობა,თურქეთის დანგრევა-დაშლის სურვილს უნდათ შესწირონ ის, რაც კიდევ გადაგვირჩა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა მცხეთობა – სვეტიცხოვლობა ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა ...