Home » ეს საინტერესოა » დავით მაღრაძე: გიორგი კვირიკაშვილმა დაგვანახა, რომ იგი ქართული კულტურის ერთგულია

დავით მაღრაძე: გიორგი კვირიკაშვილმა დაგვანახა, რომ იგი ქართული კულტურის ერთგულია

“როდესაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი აცხადებენ, რომ უცხო ტრადიციები არ აინტერესებთ და ვინც ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონს არ მიიღებს, იგი ველურია, ამის პარალელურად ხელისუფლების მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება გმირობაა.

ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ “საერთო გაზეთთან” ინტერვიუში განაცხადა და საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

დავით მაღარძის განცხადებით, ხელისუფლება გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით ქართული კულტურის, იტორიის და პრინციპების ერთგულია.

“ეს თანხვედრაშია საქართველოს მოსახლეობის ფიქრთან, განცდასთან და გულისთქმასთან. საქართველოს ხელისუფლებამ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით დაგვანახა, რომ იგი ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების ხსოვნის, “ვეფხისტყაოსანის”, “დავითიანის”, “შუშანიკის წამების”, სოლომონ დოდაშვილის, დიმიტრი ყიფიანის, ილიას იდეალებისა და პრინციპების ერთგულია. ეს ტენდენცია, რაც ახლა არის – ერთნაირსქესიანთა ქორწინების ბუმი, მინდა მკითხველმა იცოდეს, ნაკარნახევი ტენდენციაა, მერე მოდურად ქცეული, რომელსაც მასმედია ექვემდებარება, მაგრამ ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც აუცილებლად ჩაივლის. ქართული სახელმწიფო პირნათელი დარჩება დროისა და სივრცის წინაშე”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

 

Facebook Comments
x

Check Also

საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული კანონპროექტი დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას კენჭი ერთი მოსმენით, გამარტივებული ...