Home » მთავარი » დავით ნარმანიამ 145 წარმატებული მაგისტრანტი დააჯილდოვა

დავით ნარმანიამ 145 წარმატებული მაგისტრანტი დააჯილდოვა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „წარმატებული სტუდენტების წახალისების“ პროგრამის ფარგლებში, წარჩინებული მაგისტრანტები დააჯილდოვა.  სტიპენდია 145 წარმატებულ სტუდენტს გადაეცა.

პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება და განათლების ხელშეწყობა.

სტიპენდიის მოპოვება შეუძლია ბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულისა (Aკატეგორია -ფრიადი).

2015-2016 წლებში სტიპენდია მოიპოვა 224-მაწარჩინებულმა მაგისტრანტმა. პროგრამა სემესტრულია და თითოეული სტიპენდიანტი 450 ლარს იღებს.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

უმრავლესობა კიდევ რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა

უმრავლესობა კიდევ რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა გაიზარდა – ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობის ...