Home » მთავარი » დავით ნარმანია: – “თბილისში ტრამვაის პროექტი საკმაოდ შორეული პერსპექტივაა”

დავით ნარმანია: – “თბილისში ტრამვაის პროექტი საკმაოდ შორეული პერსპექტივაა”

თბილისის მერის განცხადებით, თბილისში ტრამვაის ხაზის ტრამვაის ხაზის აღდგენა 130 მილიონი ევრო ჯდება. ამ თანხით კი უმჯობესია ავტოპარკი და ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს.

” ჩვენი მმართველობის პერიოდში არ გაუმჯობესებულა ავტობუსების და მეტროს მდგომარეობა. სულ თბილისში მოძრაობს 520 ავტობუსი. აქედან ყოველდღიურად 80-100 მათგანი სიძველის გამო წყობიდან გამოდის. თებერვლის ბოლომდე 143 ახალი კომფორტული ავტობუსის შემოყვანა იგეგმება,  რომელიც ამორტიზებულ ტრანსპორტს ჩაანაცვლებს. ასევე დაწყებულია მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია. ვმუშაობთ საბაგირო გზების გაყვანაზეც. ერთ კვირაში კუს ტბა-ვაკის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნება. ”
თბილისი მერის განცხადებით, დაპირებული ერთი მილიონი ხიდან 2 წლის განმავლობაში უკვე 560 ათასი ხეა დარგული.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...