Home » მთავარი » დავით ფერაძე: დისკრიმინაცია, დევნა. შანტაჟი, ცენზურა…

დავით ფერაძე: დისკრიმინაცია, დევნა. შანტაჟი, ცენზურა…

დიდუბის მე-15 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ფერაძე აცხადებს, რომ ფლობს საგანგაშო ინფორმაციებს და საჯაროდ მიმართავს პრემიერ მინისტრს,  გიორგი კვირიკაშვილს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას.

ფერაძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

დავით ფერაძე

ბატონო პრემიერო,  ქალბატონო თავმჯდომარე

“თქვენ თანამდებობას „საქართველო“ შეგნებულად ჩამოვაშორე, რადგან ის რაც თქვენ „საკონტროლო ზონაში“ ხდება, საქართველოს მოსახლეობას არ ეკადრება. დარწმუნებული ვარ ამ საგანგაშო წინასაარჩევნო სიტუაციის შესახებ კარგად ხართ ინფორმირებული, მაგრამ ვეჭვობ, რომ რაიმე სახის ღონისძიებას ატარებთ ან გაატარებთ უკეთესი გარემოს შესაქმნელად. თქვენი ვალდებულებაა  საარჩევნო სუბიექტების თანასწორობის უზრუნველყოფა, მაგრამ რეალობა სხვაა: დისკრიმინაცია, დევნა. შანტაჟი, ცენზურა;.. წამყვანი ტელე-რადიოარხები, სხვა საინფორმაციო საშუალებები კონტროლირებადია სახელისუფლო სტრუქტურების ან ოპოზიციის მიერ.

ყოველგვარი სარეკლამო სივრცე მონოპოლიზებულია და არათანაბრად ხელმისაწვდომი. ჩემთვის და ბევრი კანდიდატისთვის შეუძლებელია სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება. ამას ემატება ისიც, რომ პირადად მე, როგორც პოლიტიკური ნიშნით დევნილი, ვიმყოფები ყველა კანდიდატზე უფრო  ურთულეს სიტუაციაში, რადგან, დაკანონებული დისკრიმინაციის გარდა, ჩემ წინააღმდეგ გაათმაგებული ძალით მოქმედებენ სახელმწიფო სტრუქტურები. ჩემ გარდა დიდუბის მე-15 საარჩევნო ოლქში ზეწოლა მიმდინარეობს ასიმომრჩეველზე. ღიად ან რიგითი მოქალაქეების ნიღაბმოფარებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის აგენტურული ქსელი ყოველდღიურად ცდილობს ამომრჩეველთა გადაბირებას სამთავრობო გუნდის სასარგებლოდ.

ჩემ ხელთ არსებული საგანგაშო ინფორმაციები მოწმობენ, რომ გაძლიერდა მე-15  ოლქში მდებარე სკოლების დირექტორებისა და პედაგოგების სათითაოდ, განცალკევებით „დამუშავება“.  სახელისუფლებო წრეებში შშფოთავენ იმის გამო, რომ სხვა კანდიდატებთან შედარებით ბევრად გამორჩეული რეიტინგი მაქვს პედაგოგიურ საზოგადოებაში.  ამიტომ საიდუმლო აგენტურული ქსელი უდიდეს ყურადღებას უთმობს ჩემ პოლიტიკურ „განეიტრალებას“. ამ მიზნით იბლოკება საინფორმაციო საშუალებათა 80%. არსებული ინფორმაციით, საგანმანათლებლო სისტემაში ჩემ პირად დევნას ორგანიზებას უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  „ოდეერი“, შიდა აუდიტის დეაპრტამენტის უფროსი, უცხოური სპეცსამსახურების აგენტი, ჩემ მიერ კორუფცია-გაყალბებეში არაერთხელ მხილებული ალექსანდრე ონოფრიშვილი. მისი ხელმძღვანელობით, თითქმის მთელი სამინისტრო და ამ სისტემის დაბალი რანგის მოხელეებიც კი, ნებსით თუ უნებლიეთ ყოველ ღონეს ხმარობენ რომ დიდუბეში არ გაიმარჯვოს ხალხის ნებამ. ეს გახლავთ არჩევნების დაცინვა, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვა, 800-მდე დიდუბელის ინიციატივის იგნორირება, რომლებმაც მოისურვეს ჩემი კანდიდატობა და რომელთაც სურთ ჩემი არჩევა. რეალობაა, რომ დიდუბის მე-15 ოლქში არცერთ კანდიდატს არ აქვს იმდენი მხარდაჭერა, არცერთი კანდიდატი არ წარმდგარა მომზადებული საკუთარი პრსობენ, რომ პარლამენტარის რანგში მაქსიმუმს გავაკეთებ მათუ უკანონო თარეში დასასრულებლად. ამიტომ, მთელი ძალები მოიხმეს ჩემ წინააღმდეგ.

ნიშანდობლივია, რომ ჩემთან დაახლოებული ადამიენებისგან მივიღე გზავნილი, რომ ვიყო ძალიან ფრთხილად, რაც, ჩემი აზრიტ, ერთგვარი მუქარაცაა.  ონოფრიშვილის კლანი სრულად აკონტროლებს დიდუბე-ჩუღურეთი რესურს ცენტრს, რომლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, როგორც ნეპოტიზმის ერთ-ერთი შედევრი, ვალში სამინისტროსთან. ესაა სკოლის ხელმძღვანელებზე ზემოქმედების ორგანო. სკოლის ხელმძღვანელები კი პედაგოგებისა და მშობლების ინტენსიურ „დამუშავებაში“ არიან ჩართულნი.  კორუმპირებული ექსმინისტრის –  სანიკიძის დროს განათლების სისტემაში ჩანერგილი ონოფრიშვილის (რუსული სპეცსამსახურის მიერ „კრასავჩიკად“ წოდებული) ძირითადი საქმიანობა მიმართული იყო უამრავი პატრიოტის, პროფესიონალის, მაგრამ განსხვავებულად  მოაზროვნე სპეციალისტების დევნით. ონოფრიშვილის მსხვილ კორუფციაში ჩართულობა, სამინისტროს „კასირობა“, არაერთხელ ვაცნობეთ მთავრობას, წინა და ახლანდელ პრემიერს, სამხილები გადავეცი პროკურატურასაც. ეს ყველაფერი საინფორმაციო საშუალებებით გავასაჯრაოვეთ, მაგრამ პროკურატურა დღედე ხელს აფარებს ელიტურ დამნაშავეებს.

საქართველო დადგა რეალობის წინაშე, როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გადაიქცა სამთავრობო გუნდის საარჩევნო შტაბად, სადაც მინისტრი წინასაარჩევნო დემაგოგიურ პიარკამპანიას ეწევა, ხოლო სკოლები საარჩევნო უბნებადაა გადაქცეული.  კომისიების დამოუკიდებელ წევრებად რეგისტრირებული პედაგოგები იძულებული არიან სახელისუფლებო გუნდის სასარგებლო არალეგალური აგიტაცია აწარმოონ.  ყოველივე ამის ამის გამო შექმნილია არაჯანსაღი, არათანასწორი, დისკრიმინაციული საარჩევნი გარემო. კოლოსალური ადმინისტრაციული, ფინანსური, მატერიალური, კონტროლირებადი მედიარესურსით შეიარაღებული მხარე, ხოლო რომელიც თავდაუზოგავად მებრძვის ხალხის მიერ წამოყენებულ კანდიდადტს -ერთ ადამიანს.

კატეგორიულად ვაპროტესტებ ამგვარ საარჩევნო გარემოს და მოვითხოვ: არჩევნებამდე დარჩენილ უმცირეს დროში აღკვეთოთ ყოველგვარი სახის დისკრიმინაცი, აკრძალოთ „სუსის“ აგენტურული ქსელის სამთავრობო კანდიდატების სასარგებლოდ მუშაობა, უზრუნველყოთ ალექსანდრე ონოფრიშვილის თანამდებობიდან ჩამოცილება, შეწყვიტოთ პედაგოგებზე და მშობლებზე ზეწოლა და მისცეთ დიდუბელებს საშუალება აირჩიონ ხალხის წიაღიდან გამოსული კანდიდატი. თუ უახლოეს ორიოდე დღეში თქვენგან არ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები, იძულებული ვიქნები გადავიდე მაჟორიტარი კანდიდატისთვის უპრეცედენტო პროტესტის ფორმაზე!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...