Home » მთავარი » დავით ჯიქია: მგონი უნდა ჩაეტიონ დროში, თუ არადა ჯარიმას გადაიხდიან

დავით ჯიქია: მგონი უნდა ჩაეტიონ დროში, თუ არადა ჯარიმას გადაიხდიან

რუსთავში საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას შპს „დაგი“ ახორციელებს. როგორც ცნობილია, რეაბილიტაცია 2016 წლის 30 ნოემბერს უნდა დასრულდეს და რუსთაველებმა უკვე ორ დღეში განახლებული ქუჩები უნდა იხილონ. კომპანიის წარმომადგენლები იმედს არ კარგავენ, რომ სამუშაო მითითებულ დროს დასრულდება, მაგრამ სრულიად საპირისპიროს ამბობენ რეალობის ამსახველი ფოტოები.

15050258_1267739993291932_1728790967_n 15058789_1267739986625266_1660076403_n 15046412_1267739809958617_726954905_n 15050014_1267739956625269_1606311436_n

ამ წუთებში არსებული ვითარება გვაძლევს იმისი თქმის საშუალებას, რომ 30 ნოემბერს სამუშაო ვერ დასრულდება, რასაც  ადასტურებს რუსთავის მერი, დავით ჯიქიაც.

011_7

მისი თქმით, შესაძლებელია კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია 30 ნოემბრამდე ვერ დასრულდეს.

-„იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ვერ დასრულდა მითითებულ თარიღში, იწყება საჯარიმო სანქციები. ჩემი პირადი სუბიექტური აზრით სამუშაოს ჩაბარების პროცესი შეიძლება რამდენიმე დღე გადასცდეს, ამ შემთხვევაში კომპანია ჯარიმას აუცილებლად გადაიხდის. სამუშაო პროცესი თითქმის დასრულების პროცესშია, უბრალოდ სამშენებლო ნაგვის გამო არ არის შესამჩნევი, უახლოეს დღეებში დაიწყება დასუფთავების პროცესი და უფრო მეტად გამოჩნდება რა არის გაკეთებული და რა არა.

ნახეთ რომ ჩაირთო გარე განათება, დაიტესტა და საკმაოდ ლამაზი გარემო იქნება დასრულების შემდეგ. მე მგონი უნდა ჩაეტიონ დროში თუ არადა ჯარიმას გადაიხდიან“-აცხადებს ჯიქია.

15193441_620629431457751_913385456923450121_n-1

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...