Home » მთავარი » „დავიღალეთ! ვბრუნდებით ფრონტის ხაზზე და ვქმნით ახალ პარტიას ახალი ხელებით…

„დავიღალეთ! ვბრუნდებით ფრონტის ხაზზე და ვქმნით ახალ პარტიას ახალი ხელებით…

ყოფილი პოლიტპატიმარი ალექსანდრე ახალკაცი სოციალურ ქსელში ოპოზიციაში წასვლას და ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობის დაწყებას აანონსებს.

-„ქვეყანაში შექმნილმა უმძიმესმა სოციალურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ხელისუფლების მიერ ხალხისათვის მიცემული დანაპირებების შეუსრულებლობამ, ,,ოცნების” ,,ნაცებთან” კოჰაბიტაციამ, სამართლიანობის აღდგენის უიმედო ლოდინმა და კიდევ ათასმა მიზეზმა იძულებული გამხადა დაავუბრუნდე ფრონტის წინა ხაზს.
დიახ, ჩემო საყვარელო ადამიანებო, აღარ შემიძლია ჩემი ხალხის და ქვეყნის აბუჩად აგდებას გულხელდაკრეფილმა ვუყურო. მე მივდივარ ოპოზიციაში და ვიწყებთ ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას, რომლის წევრი ვერასოდეს გახდება ის გაქსუებული პოლიტიკოსები ყველა პარტიას რომ მოერგნენ! შემოგვიერთდით და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე! დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ!“

ამ სტატუსის შემდგე ჩვენ ალექსანდრე ახალკაცს დავუკავშირდით.

-რა იქნება ეს-მოძრაობა თუ პარტია და ვინ იქნებიან პარტიის წევრები?

-ეს იქნება ახალი პარტია, რომელსაც მართლა სუფთა ხელები შექმნიან, საზოგადოებისათვის ცნობადი სახეებიდან ამ საწყის ეტაპზე არავინ არის, დღეს ჩემს გვერდით დგანან საკმაოდ განათლებული და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები. ნამდვილად არ გვინდა ისეთი სახეები უკვე წლები რომ მოდიან და მხოლოდ ლაპარაკობენ, ჩვენ ვცდილობთ შევიკრიბოთ საქმეზე ორიენტირებული, საღი აზროვნბის და ჯანსაღი კრიტიკის შემძლე ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ნიჰილიზმია, დაიღალა ხალხი, ახალგაზრდებმა დაინახეს, რომ მათ გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს და ჩვენი, უფრო კი ჩვენი შვილების უკეთესი სამშობლოს შესაქმნელად ვიბრძოლებთ.

-პარტიის შექმნა დაწყებულია თუ ჯერ იდეის დონეზეა?

-პარტია უკვე მალე დარეგისტრირდება. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ იმას გავიმეორებ, რომ ბრძოლას იწყებენ ახალგაზრდები თავიანთი უკეთესი მომავლისთვის. ვიცი ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება, ბევრ დაბრკოლებასაც ვნახავთ, მაგრამ არ გავჩერდებით და დარწმუნებული ვარ, ის ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილი, რომელმაც ნამდვილად იცის როგორ და რა აკეთოს, გამოვა სახლიდან და აუცილებლად დაგვიდგება გვერდით.

სხვა დანარჩენ სიახლეებს უკვე პარტიის დარეგისტრირების შემდეგ გავაცნობთ საზოგადოებას.

Facebook Comments
x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...