Home » მთავარი » დაზარალებული ოჯახი მერიასთან უვადო შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავს

დაზარალებული ოჯახი მერიასთან უვადო შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავს

უფლებადამცველთა ასოციაცია

მოგვმართა მოქალაქე თინათინ ფანჯავიძემ, რომელიც დაზარალებულია ქალაქ თბილისის ზედამხედველობის სამსახურისა და მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
მან წარმოგვიდგინა ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამ მოქალაქის მიმართ აღნიშნული სამსახურების მიერ უსამართლო და კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

აღნიშნულ საქმეზე მოქალაქე დაზარალებულად იქნა ცნობილი თბილისის პროკურატურის მიერ, ამავდროულად სამივე სასამართლო ინსტანციამ (საქალაქო, სააპელაციო, უზენაესი) გაამართლა მოქალაქე და ბათილაც სცნო ზედამხედველობის მიერ დადგენილი ჯარიმა (8000 ლარი და სახლის სრული დემონტაჟი) 

ამის შემდგომ მერიის შესაბამის სამსახურებს სასამართლომ დაავალა საქმის თავიდან მოკვლევა მოქალაქის უფლებების აღდგენისათვის.

ნაცვლად იმისა, რომ დაწყებულიყო მოკვლევა, ზედამხედველობის სამსახურმა მიიჩნია, რომ თავიდან დაეწერათ გაფრთხილების აქტი (რაც გულისხმობს 25 კალენდარულ დღეში პროექტის სისრულეში მოყვანას თუმცა უნდა აღინიშნოს რომ პროექტის მისაღებად 25 კალენდარული დღე არაგონივრული ვადაა) რაც გამოიწვევს უსაფუძვლოდ და უსამართლოდ მოქალაქის გარდაუვალ დაჯარიმებას.
გამოდის რომ ეს პროცესი მიმდინარეობს მიზანმიმართულად , რითაც ირღვევა მოქალაქის უფლებები.

მოვუწოდებთ მერიის შესაბამის სამსახურებს თავი შეიკავონ უსაფუძვლო დამსჯელი ღონისძიებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევასი ოჯახი იძულებულია მიმართოს უკიდურეს ზომებს. მათ შორის უვადო შიმშილობის დაწყებას ქალაქ თბილისის მერიასთან.

Facebook Comments
x

Check Also

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობისთვის გელა გელაშვილი იბრძოლებს

,,ლელო საქართველოსთვის“ კახეთის რეგიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გელა გელაშვილი იქნება. ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახმეტა-თელავი-ყვარელი- ...