Home » F-vews » “დაივიწყეთ მითი ერთმორწმუნეობის შესახებ, არ გვწამს ჩვენ ერთი და იგივე რამ!..”

“დაივიწყეთ მითი ერთმორწმუნეობის შესახებ, არ გვწამს ჩვენ ერთი და იგივე რამ!..”

დეკანოზი თამაზ ლომიძე

დაივიწყეთ ჩვენი ერთმორწმუნეობა

სასწრაფოდ დაივიწყეთ მითი საქართველოს და რუსეთის ერთმორწმუნეობის შესახებ. ესაა ის ტყუილი, ამდენი საუკუნე რომ გვამყოფებს ხიბლში. ვინ არიან ერთმორწმუნეები? პირველ რიგში ისინი, ვისაც ერთი და იგივე მცნებების და ღირებულებების სწამს, აღიარებს და შესაბამისად ცხოვრობს. გვაქვს ჩვენ და რუსეთს ერთი და იგივე ღირებულებები? არა, არავითარ შემთხვევაში. ვეჭრებით ჩვენ ვინმეს სახლში ან ვართმევთ მის კუთვნილს? – არა. ასევე იქცევიან რუსები? – არა, პირიქით, რა წაგვგლიჯონ, რით გვიმტრონ და როგორ გაგვანადგურონ სულ იმის ფიქრში არიან. ე.ი. არ გვწამს ჩვენ ერთი და იგივე რამ, არა ვართ ქართველები და რუსები ერთმორწმუნენი. გავანებოთ თავი საერო ხელისუფლებას;

როდესმე გსმენიათ რუსეთის პატრიარქისგან ან სინოდისგან ამ უსამართლობის კრიტიკა ან მხარდაჭერის ერთი სიტყვა მაინც? – არა, პირიქით, რუსული ეკლესიაც მხარში უდგას ოკუპანტს და ლეგიტიმურს ხდის ამ ბოროტებას. პატრიარქსაც გავანებოთ თავი, რადგან, ვინმე გვეტყვის, უბრალო რუსმა ხალხმა რა დააშავა, ისინი ხომ ერთმორწმუნეები არიანო.

მანახეთ, სახალხოდ როდის და სად დაგმო უბრალო რუსმა მისი ქვეყნის აშკარა ბოროტება და როდის დაგვიჭირა მხარი? – მე არ მინახავს. ასე რომ, დაივიწყეთ მითი ქართვლების და რუსების ერთმორწმუნეობის შესახებ. არ გვწამს ჩვენ ერთი და იგივე რამ.

Facebook Comments
x

Check Also

პრეზიდენტი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი 21 იანვარს ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ...