Home » მთავარი » დაიცავით მოსწავლეთა ჯანმრთელობა!

დაიცავით მოსწავლეთა ჯანმრთელობა!

სამოქალაქო პლატფორმა #ახალი საქართველოს თანადამფუძნებელი შორენა ლობჟანიძე პეტიციას ავრცელებს და საზოგადოებას შეერთებისკენ მოუწოდებს.

პეტიცია – დაიცავით მოსწავლეთა ჯანმრთელობა დღეს

საქართველოს პრეზიდენტს – გიორგი მარგველაშვილს
საქართველოს პრემიერ მინისტრს – გიორგი კვირიკაშვილს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს – ალექსანდრე ჯეჯელავას

პ ე ტ ი ც ი ა
სასკლო ზურგჩანთების ასორტიმენტი ძალიან დიდია, თუმცა დაუშვებელია პირველივე მოდურის და მოწონებულის შეძენა. რეალურად, ზურგჩანთის შეძენისას გასათვალისწინებელია სავალდებულო მოთხოვნები და პარამეტრები, რათა ის არ იყოს საზიანო ბავშვის ჯანმრთელობისთვის (განსაკუთრებით დაბალ კლასებში) და იყოს ფუნქციური.
სამწუხაროდ, ამ საკითხთან მიმართებაში საქართვლოში არ არსებობს კანონი ან რეგულაცია, თუმცა არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმები და რეკომენდაციები, რომლის მიხედვით მოსწავლის ჩანთის წონა მოსწავლის წონასთან შეფარდებით უნდა იყოს არა უმეტეს 1:10. ამავდროულად, მშობლები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ეხება, მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელთა ფიზიკური განვითარება ჯდება ასაკობრივ ნორმებში (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, კუნთების ტონუსი, ასევე დეფორმაციების ან რაიმე სახის ფიზიკური განვითარების პათოლოგიის არ ქონა). სამწუხაროდ, მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკა ბოლო პერიოდში ადასტურებს ბავშვთა ფიზიკური განვითარების საკმაოდ დაბალ ინდექსის, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში. ამიტომ, ფუნქციონალური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ჩანთების წონა უნდა იყოს არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმის გათვალისწინებით, არამედ გაცილებით მსუბუქი.

ფიზიკურად ჯანმრთელი მოსწავლის მიერ სისტემატიურად სიმძიმის ტარება ხერხემლის გამრუდებასთან ერთად იწვევს: ქვედა კიდურების ტკივილს და დეფორმაციას, ბრტყელტერფიანობას, თავის და წელის ტკივილებს. ასევე ნეგატიურად მოქმედებს: გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ფილტვებზე, მხედველობაზე (ნერვული დაბოლოებების დაზიანებისას) და სხვ.

26.06.2016. წელს ასეულობით მშობლის ხელმოწერილი პეტიცია ,,მძიმე სასკოლო სახელმძღვანელო და ჩანთა ვნებს ბავშვის ჯანმრთელობას!“ გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, სადაც არსებული ხუთი მოთხოვნიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან დაკმაყოფილდა, მხოლოდ ოთხი. მეხუთე მოთხოვნა გულისხმობდა სასკოლო ჩანთისა და სახეობის ზუსტ განსაზღვრას. სამწუხაროდ, სწორედ ეს მეხუთე მოთხოვნა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია გაუგებარი აღმოჩნდა განათლების სამინისტროს მესვეურთათვის.

მართალია, 2017/2018 სასწავლო წლიდან იგეგმება ახალი, გაცილებით მსუბუქი სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა, თუმცა სასკოლო ჩანთებზე რეგულაციების გარეშე წარმოუდგენელია რეალურად პრობლემის აღმოფხვრა.
აღნიშნული რეგულაციები მოქმედებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მაგალითად, ისრაელის განათლების სამინისტრომ შეიმუშავა სასკოლო ზურგჩანთით სარგებლობის ნორმები და განსაზღვრა მისი წონა. აღნიშნულ საკითხს ზედამხედველობას უწევს მშობელთა კომიტეტი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები სასკოლო ზურგჩანთებთან მიმართებაში, რომელთა დარღვევისას ზოგიერთ სტატში მშობლები და სკოლა ჯარიმდება.

რა არის: ჩანთა, ზურგჩანთა, სასკოლო ზურგჩანთა და სასკოლო პორტფელი?
• სასკოლო ზურგჩანთა – წარმოადგენს სამხრე ღვედებიან მყარ კორპუსიან ნაწარმს, რომელიც განკუთვნილის სასკოლო ნივთების ზურგით გადასატანად. მისი მყარი, სქელი ზურგი აფიქსირებს ბავშვის ხელხემალს სწორ მდგომარეობაში და არ იწვევს ხერხემლის დეფორმაციას.
• სამგზავრო ზურგჩანთა – სასკოლო ზურგჩანთისგან განსხვავებით არ აქვს მყარი, სქელი ზურგი. ამიტომ, მასში არსებული შიგთავსის დატვირთვა არასწორად ნაწილდება მოსწავლის ხელხემალზე, რაც დაუშვებელია.
• სასკოლო პორტფელი – იგივე სასკოლო ზურგჩანთაა სამხრე ღვედების გარეშე, რომელიც აღჭურვილია სახელურით.
• ჩანთა – აქვს მყარი ან რბილი კორპუსი. მოიხმარება, როგორც ხელით ტარებისთვის, ასევე მხარზე გადაკიდებული.

სასკოლო ზურგჩანთის შერჩევა ხდება მიზომვის მეთოდით, დაუშვებელია მისი ბავშვის გარეშე შეძენა და გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. სასკოლო ზურგჩანთა რაც უფრო შეესაბამება ორთოპედიულ მოთხოვნილებებს, მით მძიმეა, თუმცა ჯანმრთელობის დაუზიანებლად იძლევა გაცილებით მეტი წონის ტარების საშუალებას. პირველკლასელთათვის რეკომენდირებულია 1.25კგ. წონის ორთოპედიული ზურგჩანთა, ვიდრე რბილი 0.5კგ. წონის არაორთოპედიული. ზოგადად, არაორთოპედიული სასკოლო ზურგჩანთა/პორტფელი წიგნების გარეშე უნდა იწონიდეს არა უმეტეს 700გრ-ს. ზურგჩანთის სიგანე არ უნდა სცილდებოდეს მოსწავლის მხრების სიგანეს. მისი ზედა ნაწილი ზუსტად უნდა მთავრდებოდეს მხრების გასწვრივ, ხოლო ქვედა ნაწილი წელის დონეზე.

სასკოლო ზურგჩანთის პარამეტრებია:
• სიგრძე – 300-360 მმ.
• წინა კედლის სიმაღლე – 220-260 მმ.
• სიგანე – 60-100 მმ.
• საზურგე ღვედის სიგრძე არა უმცირეს – 600-700 მმ.
• საზურგე ღვედის ზედა ნაწილის სიფართე (400-450 მმ. სიგრძეზე) არა უმცირეს – 35-40 მმ.

როგორი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სასკოლო ზურგჩანთა/პორტფელი?
• ზურგჩანთა უნდა იყოს მყარი ფორმის, მთლიანად ეკვროდეს მოსწავლის ზურგს და თანაბრად ანაწილებდეს წონას, ხოლო პირველკლასელთა ზურგჩანთების უნდა ჰქონდეთ მყარი, ორთოპედიულ ბალიშებიანი ზურგიც.
• სასკოლო ზურგჩანთა/პორტფელი უნდა იყოს უსაფრთხო და აკმაყოფილებდეს: ორგანოლეპტიკურ, სანიტარულ-ქიმიურ, ფიზიკურ-ჰიგიენურ და ტოქსიურ-ჰიგიენურ ნორმებს.
• სასკოლო ზურგჩანთის ქსოვილი უნდა იყოს მსუბუქი, გამძლე და წყალგაუმტარი, რომელიც ადვილად ექვემდებარება წმენდას.
• სასკოლო ზურგჩანთის/პორტფელის გარეთა დიზაინი, რომელიც უშუალოდ ეხება ბავშვის კანს არ უნდა იწვევდეს მის გაღიზიანებას, კონტაქტურ დერმატიტს და სხვ.
• სასკოლო ზურგჩანთის/პორტფელის ღვედები უნდა იყოს ელასტიური, ხოლო მყარი ღვედების არსებობისას სავალდებულოა სპეციალური ზესადებები.
• ჯიბეები: ორი გარეთა და ორი შიდა საკმარისია.
• შესაკრავები უნდა იყოს მყარი. იდეალურია ელვა შესაკრავი.
• სასკოლო პორტფელის სახელური უნდა იყოს მყარი, შუა ნაწილში შესქელებით.
• მოსწავლეთა ქუჩებში უსაფრთხო გადაადგილებისათვის სასკოლო ზურგჩანთა/პორტფელი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური სინათლის ამრეკლავი მასალით.
• სასკოლო ზურგჩანთის/პორტფელის ნაკერები უნდა იყოს კარგად დამუშავებული, ხოლო ძირი უნდა იყოს წყალგაუმტარი, იდეალურია ლითონის ,,ფეხებით“.

მაინც, როგორ უნდა მიხვდეს ახალბედა, თუ გამოცდილი მშობელი აქვს თუ არა მის შვილს ფუნქციონალური განვითარების დარღვევა და რა სიმძიმის სასკოლო ჩანთაა მისი მყიფე ხელხემლისთვის უსაფრთხო?
მნიშვნელოვანია, სკოლაში სასწავლებლად მიყვანამდე მომავალი მოსწავლის სრული სამედიცინო კვლევა, ორთოპედთან ვიზიტის ჩათვლით, შესაბამისი დიაგნოზის დასმა და პრობლემის არსებობისას სათანადო მკურნალობის კურსის გავლა, რაც ხშირად არამედიკამენტოზურია.
ასევე, ბავშვის: სიმაღლის, წონის და ფიზიკური განთარების შესაბამისას მართებულად შერჩეული სასკოლო ზურგჩანთა/პორტფელი.

ყოველივედან გამომდინარე, ჩვენ ხელის მომწერნი სრულად ვიზიარებთ პეტიციის შინაარს. ვითხოვთ რეგულაციის დაწესებას სასკოლო ზურგჩანთებზე და პორტფელებზე. ასევე, სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვების სრულ კვლევას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, რომელშიც შევა, როგორც ორთოპედ სპეციალისტის მომსახურება და რენტგენი, ასევე ფუნქციონალური განვითარების დარღვევის არსებობისას არამედიკამენტოზური მკურნალობის სრულ დაფინანსება.

გთხოვთ შემოგვიერთდით, გადადით ლინკზე, გაეცანით ტექსტს, შეავსეთ და გააზიარეთ საკუთარ გვერძე. წინასწარ გიხდით მადლობას goo.gl/0Yzodf

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...