Home » მთავარი » დაიწყო სახალხო მოძრაობა ,,ხელისუფლება ნაციონალების გარეშე”!

დაიწყო სახალხო მოძრაობა ,,ხელისუფლება ნაციონალების გარეშე”!

მოძრაობის საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს:
დაიწყო სახალხო მოძრაობა ,,ხელისუფლება ნაციონალების გარეშე!”
მოძრაობა აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდეოლოგიისათვის სერიოზულ საფრთხეს ხედავენ.
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ ხელოვნურად ხდება,,ნაციონალური მოძრაობის” რეანიმირება.
მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ ხელისუფლებაში აღარ უნდა მოვიდნენ ნაციონალები, შემოგვიერთდით!
გთხოვთ გააზიაროთ გვერდი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა!!!
—————————————————
შეთქმულება ამომრჩევლის წინააღმდეგ 2016!
2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ამომრჩეველი აჯანყდა საარჩევნო ყუთებთან.
მოქალაქეებს სურდათ სამაგალითოდ დაესაჯათ მოძალადე ხელისუფლება, აღედგინათ სამართლიანობა, დაებრუნებინათ წართმეული ღირსება და ერთხელ და სამუდამოდ ისტორიის სანაგვეზე გაეშვა ,,ნაციონალური მოძრაობა.”
გავიდა 4 წელიწადი…
2016 წლის ოქტომბერში ამომრჩეველი კვლავ დადგება საარჩევნო ყუთთან. იმ ერთი წუთის განმავლობაში, სანამ საკუთარ არჩევანს გააკეთებდეს, მთელი ძალაუფლება საქართველოს მოქალაქეების ხელში აღმოჩნდება.
ვის მივცემთ ძალაუფლებას მომავალი 4 წლის განმავლობაში? ვინ დასხდება კაბინეტებში ქართველი ერის სახელით და ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს ჩვენს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე, ეროვნულ ღირსებასა და ღირებულებებზე?
არჩევენი მწირია. ნაციონალური მოძრაობა, (რომელიც ოთხი წლის განმავლობაში არსად წასულა და ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში შუა რგოლის საშუალებით საკუთარ პოლიტიკას ახორციელებდა) ,,ახალ სახეებს“ და ,,განახლებულ პარტიას“ სთავაზობს ამომრჩეველს.
,, ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის გამგრძელებელია პაატა ბურჭულაძის პარტია, რომელიც ნაციონალური ფულით ფინანსდება, იმართება და ნაციონალურ კადრებს სთავაზობს ამომრჩეველს. დაბნეულმა ელექტორატმა არცკი იცის, რომ ნაციონალების ერთ-ერთი ხაზინადარის, ,,ზარალას“ დიდძალმა ვალმა აიძულა ,,მსოფლიო ტენორი“ საოპერო სცენიდან ჩამოსულიყო და პოლიტიკურ ავანსენაზე გამოჩენილიყო, რადგან მიხეილ სააკაშილის ხელისუფლებაში ყოფნის 9 -წლიანი პერიოდის განმავლობაში სწორედ ბურჭულაძის ფონდი ,,იავნანა“ იყო ის უცხო თვალისთვის ,,საქველმოქმედო ორგანიზაცია“, რომელიც უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს აპურებდა, ამავდროულად კი ნაციონალური ხელისუფლების შავ ფულს რეცხავდა და ათეთრებდა.
დაბნეული ამომრჩეველი, რომელსაც კიდევ აქვს ,,ქართული ოცნების“ იმედი და აპირებს ამ 2016 წელსაც მას ანდოს ძალაუფლება, უზარმაზარი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ,,ქართული ოცნების“ სიაში ახალი სახეებად მოევლინენ: თამარ ჩუგოშილი, სოფო ჯაფარიძე, თამარ ხულორდავა, გენადი მარგველაშვილი, გია მიქელაძე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნების“ სიით ხელისუფლებაში მოსვლას კვლავ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიისა და პოლიტიკის გამრგძელებელები გეგმავენ. გაუგებარი რჩება, რა დამსახურებისთვის მოხვდნენ ეს ადამიანები მართველი პარტიის საპარლამენტო სიაში.
ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია ამომრჩეველსაც და ,,ქართულ ოცნებასაც“ შევახსენოთ ზოგიერთი პოლიტიკური შტრიხი სახელისუფლო ,,ახალი სახეების“ ძველი, ,,ნაციონალური“ ბიოგრაფიიდან.
15აგვისტოს წყდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მაჟორიტართა რეგისტრაცია. 15 აგვისტომდე ჯერ კიდევ დროა ,,ქართულმა ოცნებამ“ გამოასწოროს შეცდომები და არ დაუშვას მომავალ ხელისუფლებაში ნაციონალთა ,,მეორედ მოსვლა“.
ვთხოვოთ ,,ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ ნუ მოატყუებს ამომრჩეველს, ნუ აფიქრებინებს, რომ გამარჯვებულ ბრძოლაში კვლავ დამარცხდა და მისი ხმით ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ ისტორიის სანაგვეზე გადაყრილი ,,ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციას შეუწყო ხელი.
ამომრჩეველს შევახსენენებთ:
თამარ ჩუგოშილი
,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი წევრი და თავმჯდომარე, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერი. 2011 წლის 26 მაისს მან რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს რადიოფიცირების საშუალებით მიმართა და განუმარტა ხელისუფლების უფლებები: ,, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მომიტინგეებს 3-ჯერ გააფრთხილებენ მიტინგის დაშლის ან გადატანის თაობაზე, ხოლო მომიტინგეები მაინც არ დაიშლებიან, ხელისუფლებას, საქართველოს კანობმდებლობის თანახმად, უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი ზომები და დაშალოს მიტინგი.“.
რადიოფიცირება რუსთაველზე იმდენად სუსტი იყო, რომ იქ შეკრებილ საზოგადოებას თამარ ჩუგოშვილის განმარტებები არ მოუსმენია. ჩუგოშვილის ამ მიმართვიდან 7 წუთის შემდეგ ხელისუფლებამ მომიტინგეები დაარბია, მათი სისხლით გადარეცხილ რუსთაველის პროსპექტზე კი ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმა.
დღეს ყველა ქართული ინტერნეტსაიტიდან გამქრალია თამარ ჩუგოშვილის აღნიშნული მიმართვა მომიტინგეებისადმი, რომელიც მან ხელისუფლების დაკვეთით შეასრულა. ჩუგოშვილი ,,ხელს იბანს“ 26 მაისს დაღვრილი სისხლის გამო. სამაგიეროდ, არაერთ სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია იყო პირველი, რომელმაც მსოფლიოს შეატყობინა 26 მაისის ტრაგედია და გაილაშქრა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
ასე არ ყოფილა…
26 მაისის ტრაგედია მსოფლიომ იმ ადამიანების სისხლის და სიცოცხლის ფასად შეიტყო, რომელიც სააკაშილის ხელისუფლების ძალადობას შეეწირა, იმ ფოტორეპორტიორების ფოტოებისა და თავისუფლების ხარჯზე, რომელიც ნაციონალურმა რეჟიმმა პოლიტპატიმრებად აქცია და რომელთა საქმეებსაც დღემდე საიდუმლო გრიფი ადევს.
მოგვიანებით, 2012 წელს, ამერიკის ელჩის რეკომენდაციით, თამარ ჩუგოშვილი პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მრჩევლი გახდა.
ჩუგოშვილის ერთადერთი ოფიციალუყრი მილოცვა არსებობს. 2014 წელს მან შობა სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვების მშობლებს მიულოცა. ესეც პოლიტიკური ჟესტი იყო… პატრიარქის წინააღმდეგ. პატრიარქის ცნობილი განცხადება სუროგაციის წინააღმდეგ მაშინ ტესტი აღმოჩნდა პრონაციონალურად განწყობილი პოლიტიკოსებისათვის, ყველასთვის, ვინც ებრძოდა დედა ეკლესიას და საქართველოს კათლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. არ არსებობს თამარ ჩუგოშილის არც ერთი განცხადება, სადაც ის საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგია.
თამარ ჩუგოშვილი 2016 წლის ,,ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაშია!
სოფო ჯაფარიძე
,,სოროსის ფონდის“ ყოფილი მაღალჩინოსანი. შემდგომში სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარის მინისტრობის დროს. ჯაფარიძის კარიერა მთელი ოთხი წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ,განუხრელად მიიწევდა წინ.
დღეს სოფო ჯაფარიძე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მრჩეველია. ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების თავგამოდებული დამცველი კვირიკაშვილს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას უწყობს და 200-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციიდან მხოლოდ რამდენიმეს ახვედრებს. მათ შორის უპირველესი ,,სოროსის ფონდი“ და ის პროამერიკულად განწყობილი ორგანიზაციებია, რომლებიც მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგად, მხარს უჭერდნენ და ამყარებდნენ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს საქართველოში. წარსული მოღვაწეობით ჯაფარიძე ვალდებულია ანტიქართული ძალების წინაშე და ,,დავალებებს“ პირნათლად ასრულებს.
სოფო ჯაფარიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატია!
გენადი მარგველაშვილი-,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში.
ქუთაისის მე-3 სკოლის დირექტორი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სკოლიდან რიცხავდა მოსწავლეებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ,,ქართული ოცნების“ მაისურები ეცვათ, საკუთარი სკოლის მასშტაბით ნაციონალთა დავალებებს პირნათლად ასრულებდა და ყველა იმ ოჯახზე აგროვებდა ინფორმაციას, რომლებიც მხარს უჭერდნენ ,,ქართულ ოცნებას“. ამ ,,დამსახურებათა გამო“, ნაციონალური მოძრაობის ერთგული ჯარისკაცი მრავალი წლის განმავლობაში ,,იმსახურებდა“ სკოლის დირექტორის სტატუსს.
სწორედ ამ დროს მრავალი ღირსეული მასწავლებელი ტოვებდა სკოლასაც და მით უმეტეს, სკოლის დირექტორის სტატუსსაც. გენადი მარგველაშვილისთვის იმ წლებში ,,უბატონოდ“ ხმა არავის გაუცია.
რა დამსახურებით მოიპოვა მან მაჟორიტარის მანდატი ,,ქართული ოცნების“ სიაში, აღშფოთებულ ქუთაისელთათვის უცნობია.
გია მიქელაძე-,,ქართული ოცნების“ სადეპუტატო კანდიდატი
ნაციონალური ხელისუფლება და მისი ლიდერები გია მიქელაძის ოჯახურ ბიზნესს ყოველთვის მოწყალე თვალით უყურებდნენ. ,,მწყალობლებმა“ მაშინაც კი არ დააყოვნეს, როდესაც გია მიქელაძის შვილის საამშენებლო ბიზნესმა კოსტავას 41-ში კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი შენობის მიჯრით უზარმაზარი სამშენებლო სამუშაოები წამოიწყო. მიქელაძეების კომპანიის წინააღმდეგ მოსახლეობა დაირაზმა და გზა გადაკეტა. სად იყო და სად არა, მაშინდელი თბილისის მერი გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიგა ბოკერია მოქალაქეებთან გამოჩნდნენ და უკმაყოფილო მოსახლეობას მკაცრი, მაგრამ ,,გასაგები“ ტონით დაემუქრნენ: ვინც თბილისში აღმშენებლობის წინააღმდეგ გამოვა, მკაცრად დაისჯებაო. მიქელაძეების ბიზნესმა მაშინ იხეირა, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი სახლის საძირკველი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაიძრა და მისი გამაგრება შეუძლებელი გახდა. უგულავა მხოლოდ მიქელაშეების ,,მერი“ აღმოჩნდა და არა რიგითი თბილისელებისა.
გიგი უგულავა და გიგა ბოკერია მხოლოდ ,,საკუთარ ბიზნესმენებს“ წყალობდნენ, მხოლოდ მათი ბიზნესის კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ და ზრუნავდნენ, რომ მერე საპასუხო ფინანსები და პოლიტიკური დახმარებაც მიეღოთ. მათ რიცხვში იყო გია მიქელაძის ბიზნესიც.
გია მიქელაძე დღეს ,,ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაშია!
ჩვენ ვიწყებთ გამოძიებას ,,ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში შემავალ ,,ახალ სახეებზე“, მათზე, რომელთა ბიოგრაფიებსაც ,,ნაციონალური სიმძიმე“ აწევთ და მომავალშიც მათი იდეოლოგიის გამტარებლებად დარჩებიან.
ჯერ-ჯერობით ,,ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის ერთი ნაწილი გამოაქვეყნა. სრული სია ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით სახელისუფლო დეპუტაციის პარტიულ სიას და განვაგრძობთ ამომ რჩევლისთვის შემოთავაზებული დეპუტატების ბიოგრაფიების შესწავლას.
მკითხველს ვთხოვთ მოგვაწოდოს ინფორმაცია ,,ქართული ოცნების“ სიაში აღმოჩენილ დეპუტატობის კანდიდატებზე.
დროა ერთხელ კიდევ გავიხსენოთ მათი ბიოგრაფიები, ვინც მომავალი 4 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის სახელით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას.
Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...