Home » მთავარი » დაკავებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

დაკავებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

დაკავებული პოლიციელის გოდერძი თევზაძის სასამართლო პროცესი ამჯერადაც გადაიდო, პოლიციელის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფის „საქმე გადაიდო რათა მოხდეს ობიექტური გამოძიება“-ტუკვაძე საგამოძიებო უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ელოდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვცადეთ დაკავშირება გარდაცვლილის დედასთან და ბიცოლასთან, თუმცა ქალბატონები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

შეგახსენებთ: სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 22 წლის ახალგაზრდა ბიჭმა დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მან წერილი დატოვა, სადაც იგი მისი გარდაცვალების შესახებ წერდა და მოძალადედ იმავე სოფლის რწმუნებულს, პოლიციელს გოდერძი თევზაძეს ადანაშაულებდა, მაშინ ოჯახიც ღიად აფიქსირებდა პოზიციას, რომ მისი შვილის მკვლელობაში სწორედ თევზაძე იყო დამნაშავე, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი სტურუას საქმეში ფიგურანტი პოლიციელი რამდენიმე კვირით მიმალვაშიც იმყოფებოდა, მასზე ძებნაც გამოცხადდდა, რა დროსაც პოლიციელმა ადვოკატ ლედი ტუკვაძესთან ერთად ტელეკამერების წინ ჩაბარდა, მომხდართან დაკავშირებით სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

უმრავლესობა კიდევ რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა

უმრავლესობა კიდევ რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა გაიზარდა – ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობის ...