Home » მთავარი » დაკავებულმა მამუკა ტუსკაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო

დაკავებულმა მამუკა ტუსკაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო

პარლამენტის წინ, მეანაბრეების აქციაზე დაკავებული სამი პირის მხარდასაჭერი აქცია თბილისის მთავარ სამმართველოსთან დასრულდა.

საფინანსო კომპანია “საქართველოს” მეანაბრეების განცხადებით, ისინი აქციას დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააგრძელებენ, სადაც დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

ერთ-ერთი დაკავებულის, მამუკა ტუსკაძის უფლებადამცველი, გიორგი ლაბაძე აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ თვლის და მშრალი შიმშილობა დაიწყო.

დანარჩენი ორი დაკავებულის უფლებებს კი საია-ს ადვოკატი, მიშა ჯახუა იცავს. მისი განცხადებით დაკავებულებს რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებათ და მისი დაცვის ქვეშ მყოფები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, ან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ საუბრობენ.

რაც შეეხება მეანაბრეებს, ისინი ზარალის კომპენსაციასა და პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას, ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც შიმშილობით იმუქრებიან.

დაკავებულების წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება  ორი მუხლით დაიწყო.  ძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Facebook Comments
x

Check Also

მელაძე შეხვედრების დეტალებს ყვება…

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე ...