Home » მთავარი » „იყო კითხვები, რომლებსაც დეკანოზმა პასუხები არ გასცა, ის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს“

„იყო კითხვები, რომლებსაც დეკანოზმა პასუხები არ გასცა, ის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს“

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეისათვის დასრულებულია.  დეკანოზისთვის კითხვების დასმა ხვალ განახლდება. როგორც გამომძიებლები აცხადებენ მამა გიორგი მამალაძემ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, თუმცა ბრალდების მხარე მათ შინაარსს არ აკონკრეტებს.

„ციანიდთან დაკავშირებით და იარაღთან დაკავშირებით უამრავი კითხვა იყო, ინფორმაცია იყო მიწოდებული იგივე თემებზე და არამარტო იგივე თემებზე და იქნება მიწოდებული მომდევნო დაკითხვებზე.

მამა გიორგის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გვაძლევს იმაზე ვარაუდის საშუალებას რომ საქმე უკეთესობისკენ უნდა წავიდეს.  მის წაყენებულ ბრალთან მიმართებაში ის მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან მისი უდანაშაულობიდან გამომდინარე.

დაკითხვის დროს იყო შეკითხვები, რომლებსაც დეკანოზმა პასუხები არ გასცა და ამისათვის მან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. სწორედ ამ გარანტიების მიღების შემდეგ გეგმავს მამა გიორგი მამალაძე ყველა იმ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, რომლებზეც ინფორმაცია გამოძიებას დღეს არ მიაწოდა”-აცხადებს ფანცულაია.

Facebook Comments
x

Check Also

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

უკვე მე-5 დღეა, რაც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ეძებენ. დღეს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ...