You are here
“დამნაშავეები ვართ ჩვენ, მთლიანად საზოგადოება!..” თქვენი სათქმელი მთავარი 

“დამნაშავეები ვართ ჩვენ, მთლიანად საზოგადოება!..”

არჩილ ჭყოიძე

“ერეკლე მეორეს საზოგადოება”

რამოდენიმე დღე გავიდა ამ საზარელი, ენითაღუწერელი მკვლელობიდან და ახლა ცოტა ცივი გონებით, მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო ამ ტრაგედიის შესახებ. სოციალურ ქსელებში, მედიასაშუალებებში მრავალი განცხადება გაკეთდა, ბევრმა ცნობადმა სახემ თავისი აზრი გამოთქვა ამ ტრაგედიის შესახებ, ზოგმა პოლიცია დაადანაშაულა, ზოგმა ხელისუფლება, ზოგმა მშობლების უყურადღებობას დააბრალა ეს ტრაგედია, ზოგიც სკოლის მასწავლებლებს და დირექციას ადანაშაულებდა, მაგრამ ჩემი საზრით ამ მძიმე დანაშაულის სათავე არის იმაში, რომ მთლიანად ჩვენს საზოგადოებაში ეგრედ წოდებული ძველბიჭობა მოდაშია.

უბრალოდ გადავავლოთ მედიასაშუალებებს თვალი, ხელისუფლების წარმომადგენლები ძველბიჭობენ, ოპოზიცია ძველბიჭობს, პარლამენტარები ძველბიჭობენ, ჩინოვნიკები ძველბიჭობენ, არასამთავრობოები ძველბიჭობენ და მთლიანად საზოგადოება ძველბიჭობს და უფრო მეტიც სუფთა ორთოდოქსალური გაგებით კი არ ძველბიჭობენ, არამედ ,,ბესპრიდელშიკობენ” და ეს არ არის იშვიათობა.

ჩვენ ხომ ასეთ “ბესპრიდელშიკებს” ყოველდღე უყურებთ სხვადასხვა ტელევიზიის ეთერებში, სადაც სპეციალურად ხდება უინტელექტო და გაუნათლებელი ხალხის მოწვევა, რათა გინებით, ცემა-ტყეპით, კივილ-წივილით მოხდეს ამა თუ იმ გადაცემის პიარი. ამ ყველაფრის შემხედვარე ახალგაზრდები კიდე ფიქრობენ – ნახე ვიღაცამ შეიგინა, შეაფურთხა, მიაჩმორა, გალახა.

აი კაი ტიპი, აი მუჟიკი, აი ასე უნდა მოვიქცე მეც. ასე რომ ჩემი აზრით არა მარტო ის ორი- სამი გინდაც ხუთი ბავშვია დამნაშავე ამ საზარელ მკვლელობაში, რომელმაც ორი 16 წლის ბიჭის სიცოცხლე შეიწირა, არამედ დამნაშავეები ვართ ჩვენ მთლიანად საზოგადოება, რომლებიც ხმამაღლა გავკივივართ, რომ მართლმადიდებლები, ქრისტიანები, შემწყნარებლები ვართ. თუმცა, რეალურად ნორმალური ძველბიჭური მენტალიტეტიც კი არ გაგვაჩნია და უბრალო ,,ბესპრიდელშიკებივით” ვაზროვნებთ და ვცხოვრობთ.

 

 

Comments

comments

Related posts