Home » მთავარი » “დამოუკიდებლად წარდგენა თავისუფლების დიდი ხარისხია”

“დამოუკიდებლად წარდგენა თავისუფლების დიდი ხარისხია”

გოჩა ღუჭაშვილი

საინიციატივო ჯგუფის წევრი

-ვიცი გასული წლების განმავლობაში გულიკო ზუმბაძის მოღვაწეობის შესახებ ყველა დეტალი. მეც ვიცი და ხალხსაც ახსოვს მისი გაკეთებული ყველა საქმე, მისი დგომა საზოგადოების გვერდით. ხშირად მქონია მასთან საქმიანი ურთიერთობა და მათ შორის ჩვენს უბანთან დაკავშირებითაც, აი, სწორედ ამიტომ ვუდგავარ გვერდით და მჯერა კიდევ გავაგრძელებთ მასთან ერთად არაერთი საჭირო საქმის თუ არსებული პრობლემის გადაჭრას.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წლები იქნება უფრო პერსპექტიული, უფრო საქმიანი და უფრო შედეგიანი ქალბატონ გულიკოსთან ერთად.

ამ არჩევნებზე ის კენჭს იყრის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც საკმაოდ დიდ თავისუფლების ხარისხს აძლევს მას. დამოუკიდებლობა საკმაოდ პოზიტიურობაა პოლიტიკოსისთვის და განსაკუთრებით ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში.

იმედი მაქვს ხალხის გონიერების და იმ ძალის მხარდაჭერისთვის, რომელიც არის მათი ძალა უკეთესი ცხოვრებისთვის.

შეგახსენებთ: ლილო, ორხევი, აეროპორტის დასახლება, წინუბანი, ნასაგური, დიდი ლილო, პატარა ლილო, ვარკეთილის დასახლება – დამოუკიდებელმა კანდიდატმა გულიკო ზუმბაძემ საარჩევნო კამპანია დაიწყო.

იხ.

http://www.gmtv.ge/%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d/

 

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...