Home » მთავარი » დამოუკიდებლობის დღე რუსთავში და წითელი ყელსახვევები-თევზაძე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

დამოუკიდებლობის დღე რუსთავში და წითელი ყელსახვევები-თევზაძე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

სოციალური ქსელის მომხმარებელი რუსა მჭედლიძე ფეისბუქ-გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს და კომენტარს წერს:

-„რუსმა კომუნისტებმა, დღეს რუსთაველ ბავშვებს, მე-10-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, თავისუფლების მოედანზე, კომუნისტური წითელი ყელსაბამები გაუკეყთეს… სკოლის დირექტორი რუსთავის მერიიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის მარიკა ფიროსმანიშვილის დაა...“-წერს მჭედლიძე.

ამ ინფორმაციამ უკვე გაჟონა მედიაშიც და საკმაოდ აქტუალური გახდა სოციალურ ქსელშიც.  ფაქტს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ეხმიანება და  მთავარ პროკურორს  გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს, ვინაიდან მისი თქმით,  სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

-“უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, მივმართავ მთავარ პროკურორს , სოციალურ ქსელში (ფეისბუკზე https://www.facebook.com/RuskaMchedlidze?fref=nf Ruska Mchedlidze ) გავრცელებილი ინფორმაციის გამო რაც უფრო დამაჯერებელს ხდის ინფორმაციაზე მინიშნებული სურათებიც, დაიწყოს გამოძიება.  აღნიშნული ქმედება უდაოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვოს , მესამე სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე განვახორციელდება საზოგადოებრივ მონიტიორიგი.

ცნობისთვის, ჩვენ უკვე მივწერეთ სოციალურ ქსელში მაკა ფიროსმანიშვილს და იმედია შევძლებთ კომენტარის მოძიებას, რომელსაც დაუყოვნებლივ გავაცნობთ მკითხველს.

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...