Home » მთავარი » დამწვარი შენობის ნაწილობრივი დემონტაჟისთვის ე.წ. პროჟექტორები მონტაჟდება

დამწვარი შენობის ნაწილობრივი დემონტაჟისთვის ე.წ. პროჟექტორები მონტაჟდება

ლაშა აბაშიძიძე – ხანძრისგან დაზიანებული შენობის ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია უახლოეს საათებში გახდება ცნობილი

„ხანძრისგან საცავების განადგურების საფრთხე არ არსებობს“, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ დღის ბოლოს ჟურნალისტებს განუცხადა.

ლაშა აბაშიძის თქმით, შენობის ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. ნაწილობრივი დემონტაჟის შემდეგ  შესაძლებელი გახდება დაზარალებულთა ნივთების შენობიდან უსაფრთხო გამოტანა. დღეს  შენობაში იმყოფებოდნენ ექსპერტები, რომლებმაც  სამაშველო სამსახურს  ჩამონგრევის საფრთხის გამო შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

„საგანგებო სიტუაციების სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია. მეხანძრეები ადგილზე ისევ ინტენსიურად  მუშაობენ და ხანძრის ახალი კერის სრულად ლოკალიზებას ცდილობენ. საცავებს რაიმე საფრთხე არ ემუქრება.  დემონტაჟის შესახებ ინფორმაციას უახლოეს საათებში მივიღებთ“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

ამჟამად „ბავშვთასამყაროს“მიმდებარეტერიტორიაზე”თბილსერვისჯგუფი” დამატებითი გარე განათების სამუშაოებს აწარმოებს. დემონტაჟის სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით და ხილვადობის გასაუმჯობესებლად ხანძრის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხი ცალი სანათი, ე.წ. პროჟექტორები მონტაჟდება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...