Home » მთავარი » „დარბაზი დუშეთიდან ჩამოყვანილი ხალხით გაივსო, არც მედია და არც არასამთაბრობოები არ შეუშვეს“

„დარბაზი დუშეთიდან ჩამოყვანილი ხალხით გაივსო, არც მედია და არც არასამთაბრობოები არ შეუშვეს“

ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თიანეთის მე-20 უბნის შედეგებთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი ამბობს, სხდომაზე არ დაუშვეს მედიის და არასამთავრობოს წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლები.

-„ასეთი რამ ჯერ არ მინახავს, სხდომაზე არ შეუშვეს მედიის და არასამთავრობოს წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლები. საზოგადოებრივი არხიც ჩვენთან დგას, დარბაზში მხოლოდ „იმედია“. მთელი დარბაზი დუშეთიდან ჩამოყვანილი ხალხით გაივსო, ზვიადაურიც კი იქ ზის. გარეთ დატოვეს საიას წარმომადგენლებიც. სხდომას მხოლოდ მეჭიაური და მისი ადვოკატი ესწრებიან“.

 ჩვენ ველოდებით სააპელაციოს გადაწყვეტილებას და გამოცხადებისთანავე მივაწვდით საზოგადოებას გადაწყვეტილებას.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...