You are here
დარღვევები, წინასწარ მონიშნული ასარჩევი პირები…მონიტორინგის შუალედური ანგარიში მთავარი საზოგადოება 

დარღვევები, წინასწარ მონიშნული ასარჩევი პირები…მონიტორინგის შუალედური ანგარიში

მაია ოქრუაშვილი

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში “საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია”   “ახალი პოლიტიკური გაერთიანება” (შემოკლებული დასახელება – “გირჩი”) “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ”  უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი დასრულდა. კვალიფიციური სუბიექტის მქონე პარტიებს კანდიდატურების „ცესკოსთვის“ წარდგენის ვადა 11 სექტემბერს ამოეწურათ. მათ მიერ შერჩეული პირები კონკურსს არ ექვემდებარებიან და ავტომატურად ხდებიან საუბნო კომისიების წევრები.

8 სექტემბერს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”.

მონაცემებში, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესსა და თანმდევ დარღვევებზეც გამახვილდა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც 24 ივლისიდან 4 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, 8 საარჩევნო ოლქში დაფიქსირებულ დარღვევებზეა საუბარი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რამდენიმე შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა არჩევანი შეაჩერეს საუბნო კომისიების წევრთა იმ კანდიდატურებზე, რომლებსაც გასულ არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები დაეკისრათ. ანგარიშში წერია, რომ ქუთაისის საარჩევნო ოლქში სახდელდაკისრებული 53, კასპში კი 7 კანდიდატი აირჩიეს.

“ISFED”-ის მონაცემებით, ბათუმსა და ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევები, როცა კანდიდატთა არჩევა სიის ე.წ. სამუშაო ვერსიით ხდებოდა, სადაც ასარჩევ პირთა ვინაობა წინასწარ იყო მონიშნული.

Comments

comments

Related posts