Home » მთავარი » დარჩება თუ არა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძე?

დარჩება თუ არა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძე?

დარჩება თუ არა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას არავის მიმართ პიროვნული დამოკიდებულება არ აქვს, ყველაფერი მაინც კანონზეა დამოკიდებული.

„არავის მიმართ პიროვნული დამოკიდებულება არ მაქვს, ყველას ვაფასებ პროფესიული ნიშნით, მათ შორის – ვახტანგ კაპანაძესაც. ძალიან ვაფასებ მის მიერ გაწეულ საქმიანობას. თუ კანონის მოთხოვნები ითვალისწინებს, რომ მას ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაინიშნოს გენერალური შტაბის ხელმძღვანელად, გამორიცხული არაფერი არ არის.

გუშინ, გენშტაბთან შეხვედრისას ვთქვი, რომ მაქსიმალური დამოუკიდებლობა ექნებათ. ჩარევა იქნება, ბუნებრივია, იმ კომპეტენციის ფარგლებში, რა კომპენტეციაც მინისტრს აქვს“ -განაცხადა  იზორიამ.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში უკვე 208 დაინფიცირებულია

საქართველოში კორონავირუსით უკვე 208 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 3 ადამიანია გარდაცვლილი,  46 კი  უკვე გამოჯანმრთელდა. ეს ...