Home » მთავარი » დარჩება კითხვები, რომ ბრალდების მხარეს სათანადო მტკიცებულებები არ აქვს…

დარჩება კითხვები, რომ ბრალდების მხარეს სათანადო მტკიცებულებები არ აქვს…

შორენა კოწოწაშვილი

ჟურნალისტი

-არაერთი განცხადება და კომენტარი გაკეთდა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით. ძალიან მაკვირვებს, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის ტაქტიკა და განცხადებები. საერთოდ, ვფიქრობ, ეს საქმე, თავისი შინაარსით ძალიან ბევრ რამეს იტევს, გარდა ოფიციალური ბრალისა და ე.წ. ბრალდების მოწმეებისა, რომელთანაც აშკარად კითხვის ნიშნები არსებობს, როგორც გარედან ჩანს… მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნით გაუთქმელობის შეთანხმება არსებობს, ვფიქრობ, საჭიროზე მეტიც ითქვა, რაც საქმის ობიექტურად გამოძიებას აშკარად დააზიანებს. თანაც ითქვა მათ შორის იმ ადამიანების მხრიდანაც, რომელთა მიუკერძოებლობაში მე, პირადად, ეჭვი მეპარება.

ფაქტობრივად, ყველა გახმაურებულ პროცესს ვესწრებოდი შვარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ტომებით საქმეებს ვკითხულობდი. კარგად ვიცი ბრალდების და დაცვის მხარის საბრძოლო ტაქტიკაც და პიარის მნიშვნელობაც ხმაურიანი საქმეების დროს. აქ “სარგებელზე” (ნებისმიერი სახის) გათლა არა მხოლოდ მიუღებელია და დამაზიანებელი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის, არამედ ჩემი აზრიც დანაშაულიცაა. ამიტომ იქნებ ყველამ მაქსიმალური გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს საუკუნის საწმედ წოდებული სისიხლის სამართლის საქმე ანუ ეს უმძმესი ბრალდება ბოლომდე იქნეს საფუძვლიანად შესწავლილი და არა პოლიტიკური თუ კონკრეტული ინტერეს-ჯგუფების სურვილების შესაბამისად. იმდენად სანდოობას მოკლებულია ზოგიერთის განცხადებები ამ საქმესთან დაკავშირებული პირების, რომ მართლა ვერ ვხვდები, მათ ჩვენებებს ბრალდების მხარე როგორ უნდა დაეყრდნოს. რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ეს საქმი პროცესუალური ნორმების და ძიების უმაღლესი სტანდარტების გარეშე, თავს ვერ დაიჭრს და დაინგრევა ხვალ იქნება თუ ზეგ.

მე ვწერდი ორკოდაშვილის საქმეზე, რომელმაც წლების წინ რედაქციაშიც მომაკითხა. ეკლესიის და პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა უდიდესი დანაშაულია. აქ შეცდომის დაშვება დაუშვებელია. და კიდევ ერთი – რაც შეხება სასამართლო პროცესის დახურვა-არდახურვის საკითხს: ვფიქრობ, დახურული სხდომა წარიმართება, ბევრში დარჩება კითხვები, რომ ბრალდების მხარეს სათანადო მტკიცებულებები არ აქვს.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...