Home » მთავარი » „დარწმუნებული ვარ ნარმანიამ არ იცოდა ვინ იყო ნაზღაიძე, დაე, იქნას გამოძიებული საქმე…“

„დარწმუნებული ვარ ნარმანიამ არ იცოდა ვინ იყო ნაზღაიძე, დაე, იქნას გამოძიებული საქმე…“

როგორც იცით,  საკრებულოში დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელ პირებს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცათ, თუმცა მერიის წარმომადგენლები საკრებულოში არ გამოცხადნენ.

საკრებულოს დეპუტატების ოპოზიციური ფრთის განცხადებით, მერიის წარმომადგენლების საკრებულოში არ მისვლით დაირღვა კანონი.

ქალაქის მერმა კი ეს იმით ახსნა, რომ არსებულ საკითხზე არაერთი განცხადება გაკეთდა და ყველაფერი გარკვეულია, დღეს კი საკრებულოს წევრებს პოლიტიკური შოუს მოწყობა უნდოდათ, რისი საშუალებაც მან არ მისცა.

საკითხზე სასაუბროდ საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, გულიკო ზუმბაძეს დავუკავშირდით.

-თქვენ რას ფიქრობთ, უნდა მოსულიყვნენ თუ არა მერიის წარმომადგენლები, დაირღვა თუ არა კანონი და ხომ არ არის ეს თავის არიდება კითხვებზე პასუხისგან? დამეთანხმებით, ალბათ, რომ ამ მილიონის საკითხი საკმაოდ აქტუალურია და საზოგადოების ინტერესის საგანია.

-ვფიქრობ, ეს თემა ძალიან დიდხანს იქნება დღის წესრიგში, ამიტომ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე – იყო თუ არა კორუფცია. რამდენადაც ვიცი, ირაკლი აბესაძეს შეტანილი აქვს განცხადება პროკურატურაში სწორედ ამ მოთხოვნით.

ალიბეგაშვილს დავეთანხმები იმაში, რომ მერიის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკეთეს კომენტარი ამ საკითხზე. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ნარმანიამ არ იცოდა ვინ იყო ნაზღაიძე.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, დაე, იქნას გამოძიებული, ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციულ გარიგებას ან მსგავსს, მერიის მხრიდან. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხზე.

 

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...