Home » მთავარი » დარწმუნებული ვარ პარლამენტში იქნება პროდასავლური უმრავლესობა, რომელიც შექმნის ასეთივე მთავრობას

დარწმუნებული ვარ პარლამენტში იქნება პროდასავლური უმრავლესობა, რომელიც შექმნის ასეთივე მთავრობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ აღარ უნდა იმ დროის დაბრუნება, როცა  მხოლოდ პრორუსები მართავდნენ ქვეყანას.

„მოვესწარი ამ ქვეყანაში ცხოვრებას, როდესაც მხოლოდ პრორუსები მართავდნენ. მე დარწმუნებული ვარ, ეს აღარასოდეს დაბრუნდება. ამას უნდა მივაღწიოთ თანამშრომლობით და არა ძალადობით. არ უნდა გამოგვივიდეს ისე, რომ საზოგადოების ნაწილი გამოვაცხადოთ დამნაშავედ, რადგან განსხვავებული აზრი აქვს. დამნაშავეებად ადამიანებს აცხადებს კანონი და პროკურორი. არ ვიცი და არ ვარ დარწმუნებული ვიხილავ თუ არა პრორუსულ ძალებს მომავალ პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პარლამენტში იქნება რამდენიმე პარტია წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა ვის რა ოცნებები და ილუზიები აქვს ერთპარტიულ პარლამენტზე. დარწმუნებული ვარ იქნება პროდასავლური უმრავლესობა რომელიც შექმნის ასეთივე მთავრობას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...