Home » მთავარი » “დარწმუნებული ვარ, პრემიერი აუცილებლად გააუქმებს არაფრისმომცემ დიასპორის სამინისტროს!”

“დარწმუნებული ვარ, პრემიერი აუცილებლად გააუქმებს არაფრისმომცემ დიასპორის სამინისტროს!”

   საიას განცხადებას, რომელშიც ორგანიზაცია  ხელისუფლებას მოუწოდებს  არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების თაობაზე, თესალონიკში მყოფი ქართველი ემიგრანტი ლია წიქარიშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ აღნიშნული სამინისტრო ნამდვილად გასაუქმებელია.

12963442_616673465156210_3391080376209650532_n

-„მივესლმები პრემიერ- მინისტრის ამ დიდებულ გადაწყვეტილებას! დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი აუცილებლად გააუქმებს დიასპორის სამინისტროს!

დიასპორის სამინისტრო  ეს არის  ნათესაური და მეგობრული სამინისტრო. დიახ, ეს სიმართლეა და მინდა იცოდეს ყველამ,  ამის მაგალითი ძალიან ბევრია.

დიასპორის „მინისტრები “ძველი თუ მოქმედი ყველა ერთ ნოტზე მღერის. ვინც ჩამოდის ემიგრანტებთან შესახვედრად, ჯერ ცალ-ცალკე ხვდება კონკრეტულ პირებს და

მერე  ინაცვლებს ხოლმე შეხვედრა დარბაზში. ემიგრანტს რამდენი კითხვა დაუსვამს მინისტრისთვის, რამდენი პრობლემატური საკითხი დაუყენებია, მაგრამ პასუხად მხოლოდ დაპირება და ფარატინა ფურცელზე ჩანიშვნა რჩება!

დიასპორის სამინისტროში პროექტების განხილვა და მხარდაჭერა მეგობრული თუ ნათესაური ნიშნით ხდება, არც ამას ვამბობ ჰაერზე და ამის მაგალითიც ბევრი არსებობს.

ბატონო პრემიერო! საია! დიასპორის სამინისტრო ეს არის ბიუჯეტის გაფლანგვა მხოლოდ ემიგრანტების ხარჯზე!“-აცხადებს წიქარიშვილი.

ცნობისთვის, ლია წიქარიშვილმა დიასპორის სამინისტროს გაუქმების მოთხოვნით საკითხი ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში დააყენა და ვრცელი განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობას.

-„ვაცხადებ, მე ლია წიქარიშვილი, რომ სრულიად ზედმეტია დიასპორის სამინისტრო, სრულიად ლოგიკური და დამაკმაყოფილებელია შეითავსოს და გადაეცეთ ადგილობრივ საელჩოებს და საკონსულოებს. დიახ, თქვენზე გაცემული სახელმწიფოს ხარჯები, ეს იქნება, ხელფასები, დანამატები, პრემიები თუ სასიამოვნო მოგზაურობებისთვის გაწერილი სახელმწიფო ხარჯები, ვფიქრობთ დიდი დანაზოგი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის და მოსახლეობისთვის, მინიმუმ რამოდენიმე ათობით სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნამდვილად წაადგებათ! ამის თქმის მიზეზს თქვენ იძლევით, თქვენი უყაირათო მომსახურეობით, მუშაობით და არაფრისმომცემი სამინისტროებით!“ (ამონარიდი)

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლაზე შსს-მ გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო

მარიამ ახალკაცი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაძევებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ...